16:29 - 23 Jun, 2026
|
2017-07-29 12:36:23, 2722 ნახვა
საზოგადოება
ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ჩამონგრევის შედეგად 2 მუშა დაშავდა
ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან, სადაც სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობს, გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ორი მუშა დაშავდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ერთი დაშავებული თავის ღია ჭრილობით ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია ადგილზე არსებულ სამუშაო პირობებს გაეცნობა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას მოახდენს. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და იგი თბილისში გადმოჰყავთ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)