|
2015-04-23 16:57:09, 704 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრი ქვეყნის საავტომობილო გზათა ქსელის დიგიტალიზაციაზე მუშაობას აგრძელებს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქვეყნის საავტომობილო გზათა ქსელის დიგიტალიზაციაზე მუშაობას აგრძელებს. სააგენტოს ინფორმაციით, გზის საერთო სიგრძიდან, რომელიც 200 000 კილომეტრს აჭარბებს, ციფრულ ფორმატში უკვე 60%-ის გადატანაა დასრულებული. მათ შორისაა, მაგისტრალური გზები, დასავლეთ საქართველოს ქალაქები და აღმოსავლეთ საქართველო. ამჟამად მუშაობა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გზათა ქსელის დიგიტალიზაციაზე მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც 2015 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. „გზათა ქსელი მნიშვნელოვან საბაზისო გეოგრაფიულ მონაცემს წარმოადგენს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ორთოფოტოს საფუძველზე, დიგიტალიზაციის მეთოდის გამოყენებით, ქსელის აგების წესების სრული დაცვით ამუშავებენ. მონაცემები კი ძირითადი მახასიათებლების - გზის, ქუჩისა და მაგისტრალის სახელწოდებების გათვალისწინებით იქმნება. ამას გარდა, პარალელურად, აღიწერება გზათა ნომენკლატურაც: საერთაშორისო და ეროვნული ტიპი, კლასი, ზოლების რაოდენობა, საფარი, ცალმხრივობა, სიჩქარის შეზღუდვა, სეზონურობა და სხვა“, - აცხადებენ საჯარო რეესტრში. აღსანიშნვია, რომ საავტომობილო გზათა ქსელის დიგიტალიზაციასთან ერთად დასრულებული მონაცემები სააგენტოს სპეციალისტებს Google maps-ზე გადააქვთ. ციფრულ ფორმატში გადატანილი გზათა ქსელი ევროპის ნაციონალური ტოპოგრაფიული, საკადასტრო და მიწის რეგისტრაციის ასოციაციაციის „ევროგეოგრაფიკსის“ სპეციფიკაციების შესაბამისადაა დამუშავებული და ამ ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაშიც აისახება. „საქართველოს, გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აქვს, ამიტომ ქვეყნის მასშტაბით სტრუქტურულად და თემატურად სისტემატიზებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გეომონაცემთა ბაზის ფორმირებას განსაკუთრებული მნიშვენლობა აქვს. ამ პროცესში კი საბაზისო გეოგრაფიული მონაცემის - გზათა ქსელის შექმნა უდიდეს როლს ასრულებს“, - აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე. გზათა ქსელის დიგიტალიზაცია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის - NSDI-ს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტიცაა. სამომავლოდ, გეოპორტალზე, რომელიც NSDI-ს ფარგლებში მზადდება, გზათა ქსელის ციფრული მონაცემები სრულად განთავსდება და სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მომდევნო ეტაპებზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოს გზათა ქსელის დიგიტალიზაციას გეგმავს. ქვეყნის საავტომობილო გზათა ქსელის ციფრულ ფორმატში გადატანის პროცესი კი 2017 წელს დასრულდება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)