2017-07-27 11:35:50, 2248 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 82%-ის აზრით, მუხთარლის გატაცების ფაქტზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა 82% აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
ამ მოსაზრებას მხოლოდ გამოკითხულთა 9% არ ეთანხმება.
NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან