|
2017-07-23 11:18:20, 2927 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ „ქართველთა მარშის“ წევრებისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა
თბილისის მერია „ქართველთა მარშის“ წარმომაგენლებისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია აღნიშნული, მიზანშეწონილია „ქართველთა მარშის“ მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია სხვა ლოკაციაზე და სხვა თარიღში ჩატარდეს. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ დღეს აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის ჩატარების მოთხოვნით 17 ივლისს საპარლამენტო უმცირესობამ ”ევროპულმა საქართველომ” უკვე მიმართა, ხოლო მეორე აქციის წარმომადგენლებმა , 21 ივლისს მიმართეს. თქვენი 2017 წლის 21 ივლისის N19/01172023382-04 განცხადების პასუხად, რომელიც ეხება მიმდინარე 23 ივლისს, ქ.თბილისში, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციისჩატარებას 16:00-23:00 საათამდე, გაცნობებთ, რომ 2017 წლის 17 ივლისს წერილობითმოგვმართა ,,ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისათვის" პოლიტიკურმაგაერთიანებამ, ასევე მიმდინარე 23 ივლისს აქციის ჩატარების თაობაზე, ქალაქ თბილისში,მარჯანიშვილის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე, აღნიშნულის თაობაზე განგიმარტავთ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-10 მუხლს, რომლის შესაბამისად საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ, თუ სხვა აქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზე და იმავე დროს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მიმდინარე წლის 23 ივლისს დაგეგმილი აქციების მიმდინარეობისას შესაძლებელია შეიქმნას კონფლიქტის ექსკალაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, საზოგადოებირვი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით თქვენს მიერ დაგეგმილი მშვდობიანი აქცია ჩატარდეს სხვა ლოკაციაზე ან სხვა თარიღში“,-აღნიშნულია წერილში. ცნობისთვის, დღეს "ევროპული საქართველო" აღმაშენებლის გამზირზე რკინიგზელთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-მსვლელობის "არა რუსულ ფაშიზმს" გამართვას გეგმავს.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)