|
2015-04-23 11:29:59, 503 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკო: მრცხვენია, რომ ამ ლეგენდარულ ქალაქ თბილისში არც ერთხელ ჩამოვსულვარ
"მრცხვენია, რომ ერთხელ არ ჩამოვსულვარ ამ ლეგენდარულ ქალაქ თბილისში და ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში სოხუმის გარდა,-ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, როგორც ისტორიკოსმა ბევრი რამ წაიკითხა და მისთვის საქართველო მართლაც ლეგენდარული ქვეყანაა. "დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო,ძვირფასო, გიორგი, ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა შევხედროდით ამ ლეგენდარულ ქალაქში, ლეგენდარულ ქვეყანაში, გუშინ განვაცხადე, რომ მრცხვენია, რომ ერთხელ არ ჩამოვსულვარ თბილისში და, ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში სოხუმის გარდა, სოხუმში საბჭოთა პერიოდის დროს, მას შემდეგ როგორც ისტრიკოსმა, ძალიან ბევრი წავიკითხე და ბევრი ვიცი და ჩემთვის ეს იყო ლეგენდარული ქვეყანა.ნამდვილად გარშემორტყმული ლეგენდით.ნამდვილად დიდი ხნის წინ უნდა ჩამოვსულიყავი. საბჭოთა პერიოდის დროს ჩვენი ბელარუსი ხალხი ღრმა პატივიცემას გამოთქვამდა ქართველი ერის მიმართ.თქვენ იცით, რომ ჩემი ვიზიტი დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირების გვირგვინის შემკობით.რადგან ჩვენი ბელარუსი ათასობით ქართველმა გაათავისუფლა. ჩვენთან დაიღუპა ათასობით და ალბათ აასიათასობით ქართველი და სწორედ ამიტომ, პატივი ვეცი ყველა ქართველ და საბჭოთა ჯარისკაცს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ",-განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ. გიორგი მარგველაშვილისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს პირისპირ შეხვედრა ამ დრომდე გრძელდება.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)