|
2017-07-19 14:44:17, 1673 ნახვა
საზოგადოება
ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ გაიხსნება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს აგრარულ დარგში ამ ეტაპზე არსებულ აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin, გამოფენის, საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ გახსნის შესახებ. „მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს გახსნის და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი იქნება“,-განაცხადა მინისტრმა. გამოფენა მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიხსნება 4 თვეს გაგრძელდება და ნოემბრის ბოლოს დაიხურება. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს იმ ძალიან საინტერესო ექსპოზიციის მომზადებისთვის, რომელსაც დამთვალიერებელი ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში იხილავს. ლევან დავითაშვილმა დეტალურად ისაუბრა მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღების მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ აქტიურ ფაზაშია თავთავიანი კულტურების დაბინავების პროცესი. მისივე თქმით, ხორბლის საპროგნოზო მაჩვენებელია 260 500 ტონა (ჰექტარზე 3,1 ტონა), ქერის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 110 000 ტონა (ჰექტარზე 2,5ტ). „მოსავლის აღება მიმდინარეობს კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონებში. შპს „მექანიზატორის“ 86 ერთეული მარცვლეულის ამღები კომბაინი სრული დატვირთვით მუშაობს. ამ ეტაპზე აღებულია 114 559 ტონა ხორბალი და 20 000 ტონამდე ქერის მოსავალი. მოსავლის აღების პროცესების ეფექტიანად მართვის მიზნით, შეიქმნა თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების საკოორდინაციო შტაბი“,-აღნიშნა მინისტრმა. რაც შეეხება ატმის მოსავლის რეალიზების საკითხს, მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, სულ რეალიზებულია 16 508 ტონა ატამი, საიდანაც ექსპორტირებულია 3 212 ტონა, შიდა ბაზარზე რეალიზებულია 13 338 ტონა. პრესკონფერენციაზე ასევე საუბარი შეეხო ქართულ სუნელზე ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას. მინისტრის განცხადებით, ქართული სუნელების საიმედოობასთან დაკავშირებული საკითხი შესწავლილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. „ ქართულ პროდუქციაში მძიმე მეტალების რაოდენობა დასაშვებ ნორმებშია. ერთეული ფაქტები, რომელიც დაფიქსირდა, საჭიროებს დამატებით შესწავლას იმისთვის, რომ დადგინდეს, რა იყო პრობლემის მიზეზი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიულ კვლევას, რომელთა შედეგებიც მოგვიანებით ეცნობება საზოგადოებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს და ექსპორტზე 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ქართული პროდუქტის ექსპორტზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს“,-განაცხადა დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, წელს თხილის სექტორში სერიოზული გამოწვევებია, რომლის წინაშეც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც დგას. „გავრცელებული მავნებლის, ფაროსანას წინააღმდეგ ამ ეტაპზე წამლობის პირველი ეტაპი დასრულებულია. დასავლეთ საქართველოსა და აჭარაში 50 ათას ჰექტრამდე თხილის ფართობი შეიწამლა. შემდგომში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ხსენებული მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული. გარდა აღნიშნული მავნებლისა, უხვი ნალექით გამოწვეულმა კლიმატურმა გარემომ ხელი შეუწყო თხილის სხვადასხვა ჯგუფის სოკოვანი ორგანიზმების გაჩენას. სპეციალისტების მიერ შემუშავდება რეკომენდაციები და სამომავლოდ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერმერებს ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდებათ. აღნიშნულს დაემატა აბსოლუტურად გადაჭარბებული კამპანია ქართულ თხილში აფლატოქსინების საგანგაშო რაოდენობის შესახებ“,-განაცხადა მინისტრმა. მინისტრმა ასევე ქართული ღვინის ექსპორტზე ისაუბრა და ჟურნალისტებს 6 თვის მაჩვენებლების შესახება ინფორმაცია მიაწოდა. „2017 წლის 6 თვეში მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინო თანხობრივად შეადგენს 70,5 მლნ აშშ დოლარს, რაც 51%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ექსპორტი ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 18 ივლისის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 35,3 მლნ ბოთლი, რაც 57%-ით მეტია გასული ანალოგიურ მაჩვენებელზე“,-აღნიშნა მინისტრმა. ჟურნალისტებმა ევროკომისიის სწრაფი განგაშის სიტემით (RASFF) თხილში აფლატოქსინების შემცველობასთან დაკავშირებული სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2016 წელს თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის სწრაფი განგაშის სიტემით (RASFF) მიიღო 9, ხოლო 2017 წელს 2 შეტყობინება. მაშინ, როცა თურქეთმა 2016 წელს თხილსა და კაკლოვან კულტურებში (თხილი, მიწის თხილი, ფსტა, ნუში) აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის სწრაფი განგაშის სიტემით (RASFF) მიიღო 74 შეტყობინება, აქედან თხილში 37 შემთხვევა აღინიშნა. ხოლო 2017 წელს - თხილსა და კაკლოვან კულტურებზე 35 შეტყობინება, საიდანაც თხილი იყო 11 შემთხვევაში. იტალიამ 2016 წელს თხილსა და კაკლოვან კულტურებზე მიიღო 58, ხოლო 2017 წელს - 29 შეტყობინება. (NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)