|
2015-04-23 10:29:20, 420 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს პირისპირ ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამწუთებში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პირისპირ ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე ავლაბრის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე საქართელოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები წარუდგინა. ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდნეტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს ელჩი ბელარუსში დავით კოტარია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მაოდგილე გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ. თავის მხრივ, ალექსანდრე ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილს ბელარუსის სახელმწიფო დელეგაციის წევრები გააცნო: ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი, საგარეო საქმეთა მინსიტრი ვლადიმერ მაკეი, შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ შუნევიჩი,სოფლის მეურნეობის მინისტრი ლეონიდ ზაეცი, განათლების მინისტრინ მიხაილ ჟურაკოვი და მრეწველობის მინისტრი ვიტალი ვოვკი. საქართველო-ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებისა და დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ კი, პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)