15:24 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 19:55:09, 2013 ნახვა

სამხედრო
200 ამერიკელი ჯარისკაცი საქართველოს მიერ ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში ჩაერთვება

200 ჯარისკაცი შეერთებული შტატებიდან საქართველოს მიერ ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, სახელწოდებით „მაღალი დონის პარტნიორი“ (Noble Partner)  ჩაერთვება.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, წვრთნები 11-25 მაისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. მისი ამოცანაა, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოსა და შეერთებული შტატების ჯარების თავსებადობის ამაღლება.

„ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები 2002 წელს ჩამოყალიბდა. ესაა მრავალეროვანი შეიარაღებული ძალები, რომლის საჭიროების ზონაში გადასროლა შესაძლებელია სწრაფად. „მაღალი დონის პარტნიორზე“ (Noble Partner) მუშაობა 2013 წლიდან მიმდინარეობს, იმ დღიდან, როდესაც საქართველომ სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა, შეერთებულმა შტატებმა კი ამ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის სპონსორობა ითავა. ეს წვრთნები ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელებაა“, - აცხადებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics