|
2017-07-15 16:45:39, 2267 ნახვა
საზოგადოება
„ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთის მიერ ფრენების შეზღუდვის გამო, ეკონომიკის სამინისტროს სათანადო ზომების მიღებას სთხოვს
„ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ, ავიაკომპანიისთვის რეისების შეზღუდვის გამო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სათანადო ზომების მიღებას სთხოვს. როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ფრენების შეზღუდვის გამო, ასეულობით მგზავრი, რომელმაც ავიაბილეთები შეიძინა, გაურკვეველ მდგომარეობაშია. ამასთან, ავიაკომპანიაში არათანაბარ პირობებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულად სამოცამდე რეისს ასრულებენ, ქართული ავიაკომპანია კი, რუსეთის მიმართულებით მხოლოდ ოცამდე რეისს ასრულებს. „როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ნის წინ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" განაცხადა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ მიმდინარე წლის ივნისისა და ივლისის თვეებიდან განვაახლეთ ავიაპარკი სამი ერთეული საჰაერო ხომალდით, ამასთან მკვეთრად გავზარდეთ ფრენის არეალი და დავამატეთ ახალი ავიარეისები ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით. აქტიურად ვახორციელებთ ჩვენი მომხმარებლებისათვის სხვადასხვა მიმართულებაზე სპეციალური ფასების შეთავაზებას. ყოველივე ზემოაღნიშნული აქტივობა უარყოფითად აისახა ჩვენი არაკეთილმოსურნეების განწყობაზე და გადაწყვიტეს კონკურენტის ჩამოცილება ნებისმიერ ფასად, რისი პირველი ნიშანიც იყო რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლების მხრიდან "ჯორჯიან ეარვეისი"-სათვის ყაზანის მიმართულებით ფრენებზე უარის თქმა. ახლახანს კი რუსულმა საავიაციო უწყებამ მოულოდნელად გამოაგზავნა შეტყობინება, რომ "ჯორჯიან ეარვეისისს" უუქმებს კვირაში 4 რეისს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. მიუხედავად იმისა რომ თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის შეთანხმებულია რეისების რაოდენობა (3 რეისი დღეში, თითოეული მხრიდან) და ორივე ქვეყნის ავიაკომპანიებს გაუუქმა ფრენის ნებართვა, არათანაბარ პირობებში ჩაგვაყენა (მითუმეტეს, რომ რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულად სამოცამდე რეისს ასრულებენ, ქართული ავიაკომპანია კი რუსეთის მიმართულებით მხოლოდ ოცამდე რეისს ასრულებს) და ასეულობით მგზავრი, რომელმაც უკვე შეიძინა ავიაბილეთები მათი ინტერესების სრული უგულებელყოფით გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა. სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს და დაიცვას ქართული ავიაკომპანიის ინტერესები, არ ახდენს რეაგირებას რუსული მხარის მიერ განხორციელებულ უკანონო, ცალმხრივ მოქმედებებზე, რაც როგორც მგზავრებს, ისე ქართულ ავიაკომპანიას უდიდეს პრობლემებს უქმნის. ვთხოვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები წერილში მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით“, - ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები შეზღუდა.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)