|
2017-07-14 13:48:27, 2099 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისების გაცემის სტატისტიკა შეაჯამა
იუსტიციის სახლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისების მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის გივი აზაურაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში ნასამართლობის შესახებ 3 200-ზე მეტი ცნობა გაიცა. „3 მაისიდან ჩვენ გავაფორმეთ შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან ხელშეკრულება და 3 მაისიდან იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შესაძლებელია ნასამართლეობის ცნობის აღება. ამასთან არ აქვს მნიშვნელობა, გნებავთ თბილისში გააკეთეთ განაცხადი, ცნობას მიიღებთ 18 დანარჩენ ნებისმიერ ფილიალში, რაც არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ამ ორი სახელმწიფო უწყების თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, სტატისტიკა მეტყველებს ამაზე. უკვე 3200-მდე ცნობა აქვს იუსტიციის სახლს გაცემული, ყოველ დღიურად მატულობს ეს სტატისტიკა. ამ ყველაფერში კარგი ის არის, რომ ჩვენ წლის ბოლომდე ვგეგმავთ 14 სხვა მომსახურების გადმოტანას იუსტიციის სახლებში შსს-ს მომსახურების სააგენტოდან. ჩვენ დამატებით მიწოდების არხებს შევთავაზებთ მომხმარებლებს, რაც არის სახელმწიფოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა“,-განაცხადა აზაურაშვილმა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლის ფილიალებში შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისი - ნასამართლობის შესახებ ცნობა 3 მაისიდან გაიცემა. სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 19 ფილიალსა და მომსახურების სააგენტოების ტერიტორიულ ერთეულებში შეუძლიათ. სერვისის მისაღებად საჭიროა მოქალაქემ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს და ნასამართლობის შესახებ ცნობას განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ მიიღებს. დაჩქარებული წესით, 1 სამუშაო დღეში ცნობის აღების საფასური 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი. იუსტიციის სახლსა და მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეტაპობრივად, შსს-ს მომსახურების სააგენტოს კიდევ 14 სერვისი დაინერგება. მათ შორისაა: განმეორებითი მართვის მოწმობის გაცემა, დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, ასევე ცნობების გაცემა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, პირის მსჯავრდების, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობისა თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ და სხვა.
(NS)
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)