|
2017-07-14 11:02:42, 1686 ნახვა
საზოგადოება
„ე.წ. „ქართველთა მარშის“ მონაწილეებისგან არსებობს ძალადობის გამოვლენის საფრთხე, მოვუწოდებთ შსს-ს, მიიღოს სათანადო ზომები“
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ დღეს დაგეგმილ „ქართველთა მარშთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პლატფორმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, სათანადო ზომები მიიღოს, უზრუნველყოს აქციის კანონის ჩარჩოებში დარჩენა და თავიდან იქნას აცილებული რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება. „სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2017 წლის 14 ივლისს დაანონსებულ ე.წ. „ქართველთა მარშს“, რომლის შესახებაც ინფორმაცია 2017 წლის 29 ივნისს დიასპორის საკითხებში სახელწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სანდრო ბრეგაძემ, სოციალურ ქსელ facebook-ის პირად გვერდზე გავრცელა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენა და თავიდან იქნას აცილებული რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება. სანდრო ბრეგაძე, რომელიც ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნისას გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით უმცირესობების ჯგუფების მიმართ და მის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობისკენ მოწოდების გამო, არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი, ამჯერად საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობის გაღვივებას საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მაგალითით ცდილობს. მის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ასევე ვხვდებით ფსევდო-ეროვნულ სენტიმენტებს და მოსახლეობისადმი მოწოდებას მონაწილეობა მიიღონ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად ირანელი, არაბი, აფრიკელი და ა.შ. ადამიანების ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნით დაგეგმილ ე.წ. „ქართველთა მარშში“. აღსანიშნავია, რომ მარშს სხვა რადიკალური ულტრანაციონალისტური ჯგუფებიც შეუერთდნენ. მცდელობა, ქვეყანაში არსებული მძლავრი რასისტული განწყობის ფონზე, რაც სამწუხაროდ ხელისუფლების მიერაც გარკვეულწილად წახალისებულია, საქართველოში მცხოვრები უცხოელებისაგან შეიქმნას მტრის ხატი, ხელს უწყობს საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაძლიერებას, რაც არსებითად ეწინააღმდეგება დემოკრატიული, პლურალური, სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას და იმ ღირებულებათა წესრიგს, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო აქტებით. საქართველო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა და ქსენოფობიურ და რასისტულ დისკურსს შეუძლია არსებითად დააზიანოს არადომინანტი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ინტეგრაციის პროცესი და სოციალური კონფლიქტები წარმოშვას. რა თქმა უნდა მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა გარანტირებულია მათ შორის ე.წ. „ქართული მარშის“ მონაწილეებისთვისაც. თუმცა სამართალდამცავი ორგანოების ყურადღებას კიდევ ერთხელ მივაპყრობთ იმ გარემოებას, რომ იმავე ადგილას და მსგავსი შინაარსით 2016 წლის 27 სექტემბერს გამართულ მსვლელობას თან ახლდა არაერთი ძალადობისა და სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მსგავსად წინა შემთხვევისა, ე.წ. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები და მონაწილეები წარმოადგენენ რა რადიკალურ ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს და არსებობს მათგან აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის საფრთხე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს - მიიღოს სათანადო ზომები მსვლელობისას სამართალდარღვევათა პრევენციისა და მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენის მიზნით, რათა თავიდან იქნას აცილებული რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება. - მსვლელობის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოს ეფექტიანი პრევენციული ზომების მიღება ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან საქართველოში მყოფი უცხოელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფრაგმენტული ინციდენტების აღკვეთის მიზნით. მთავრობას - ბოლო დროს რადიკალიზებული ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური იდეების საწინააღმდეგოდ უზრუნველყოს ეფექტიანი საგანმანათლებლო/ინფორმაციული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის იდეეზე დაფუძნებულ დისკურსს გააძლიერებს და სხვადასხვა ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობებს შექმნის“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); თანასწორობის მოძრაობა; მედიის განვითარების ფონდი (MDF); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); იდენტობა; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდი (ISFED); ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI).
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)