10:56 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 16:12:43, 456 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი მზადაა, საკუთარი საცხოვრებელი ფართების დასათვალიერებლად, ბიძინა ივანიშვილს უმასპინძლოს

პრეზიდენტი მზადაა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და გადაცემა "20/30"-ის ანალიტიკოსებს,  მედიასაშუალებების თანდასწრებით, საკუთარი საცხოვრებელი ფართების  დეტალურად დასათვალიერებლად  უმასპინძლოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი მარგველაშვილმა ეს გადაწყვეტილება  პრეზიდენტის ფუფუნებისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მიიღო.

"მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება პრეზიდენტის ფუფუნებისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებით, ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს  და პრეზიდენტი მზად არის, უმასპინძლოს ბიძინა ივანიშვილს და "20/30"-ის ანლიტიკოსებს საკუთარი საცხოვრებელი ფართების დეტალურად დასათვალიერებლად, ყველა მედია საშუალების თანდასწრებით, ნებისმიერ დროს. ამავდროულად, ცხადია, შესაძლებელია დათვალიერებული იქნას ავლაბრის რეზიდენცია მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის სამუშაო და არა საცხოვრებელი ადგილი.  პრეზიდენტი იქ არ ცხოვრობს",-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics