|
2015-04-22 14:23:30, 459 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირმა საქართველოსთვის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტი გამოყო
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ასოცირების შეთანხმების პრიორიტეტების განხორციელებაში დაეხმარება. ევროკავშირის დახმარების ძირითად მიზანს მოსახლეობისთვის გაუმჯობესებული მომსახურებისა და სერვისების მიწოდება წარმოადგენს. აღნიშნული დამხარებით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში საქართველოს საჯარო უწყებები ექსპერტულ დახმარებას მიიღებენ, რათა კონკრეტულ სექტორებში გააუმჯობესონ თავიანთი მომსახურება და გარემოსდაცვით სფეროში ევროპული გამოცდილების შესაბამისად დახვეწონ კანონმდებლობა. ამასთან, პროგრამის განხორციელების შედეგად ხელი შეეწყობა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, მოსახლეობისთვის გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდებას. დახმარებას, ასევე, მიიღებს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საქართველოს პარლამენტი და გენდერულ საკითხთა უწყებათაშორისი კომისია. კერძოდ, მონაცემთა გაცვლის სააგენტო მიიღებს 1.3 მილიონ ევროს, რომლის მოსალოდნელი შედეგია ელექტრონული კომუნიკაციის მარეგულირებელი ჩარჩო და მეტი ქსელური უსაფრთხოება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დაფინანსდება 3.0 მილიონი ევროთი, რამაც უნდა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაძლიერება, გარემოსდაცვითი საჭიროებების უკეთესი გაგება, მეტი გამჭვირვალობა და გარემოსდაცვით ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზება. საქართველოს პარლამენტი მიიღებს 1.0 მილიონ ევროს, რომელსაც შედეგად უნდა მოჰყვეს უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება. გენდერულ საკითხთა უწყებათაშორისო კომისია დაფინანსდება 2.4 მილიონი ევროთი, რაც მოხმარდება საჯარო უწყებების მეტ ინფორმირებულობას გენდერულ საკითხთა შესახებ და გენდერულ საკითხთა უწყებათაშორისი კომისიის გაძლიერებას. ხილვადობა და ცნობიერების ამაღლება 0.3 მილიონი ევროთი დაფინანსდება, რაც ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების ხელშეწყობას მოხმარდება. ინფორმაციისთვის, ევროკავშირს უკვე გამოყოფილი აქვს საქართველოსთვის დახმარება 20 მილიონი ევროს ოდენობით ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და სავიზო საკითხთა ლიბერალიზაციის შეთანხმების პრიორიტეტების შესრულების პროცესში.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)