|
2017-07-10 17:42:50, 3948 ნახვა
კულტურა
ანკა ბოჭორიშვილის გამოფენა თიბისი სტატუსისგან
„თიბისი სტატუსისა" და Buyers.ge სახელით, ახალგაზრდა მხატვრის, ანკა ბოჭორიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა Buyers-ის სივრცეში შედგა. გამოფენაზე მულტიმედია არტისტმა ნახატებთან ერთად ინსტალაციები და სკულპტურები წარმოადგინა. მხატვარი 1995 წელს თბილისში დაიბადა. ხატვა ბავშვობაში დაიწყო და შემდეგ გადაწყვიტა, რომ შესაბამისი განათლებაც მიეღო. 2013 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, მაგრამ იქ სწავლა მალევე შეწყვიტა, რადგან გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლად უკეთ განვითარდებოდა, როგორც ხელოვანი. მუშაობა მხატვრების ჯგუფთან „Stupid Kids Factory"-სთან ერთად გააგრძელა. ჯგუფთან ერთად მხატვარმა ორ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა: ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სახელოსნოში „Stupid Kids Factory"-ში გამართულ გამოფენაში „Magic Room" (თბილისი, 2013) და „Summer Leftovers" (თბილისი, 2013). 2016 წელს ანკამ "პროექტ 12"-ში მიიღო მონაწილეობა - მისი ნამუშევარი თიბისი ბანკის სტიკერის დიზაინად შეირჩა და ბანკის ორგანიზებით, პროექტში მონაწილე სხვა 11 თანამედროვე მხატვართან ერთად ფაბრიკას სივრცეში გამოიფინა. „ამჯერად, ანკამ უკვე ახალი ნამუშევრები წარმოადგინა. პირველად სცადა მან გრაფიკის გარდა, სხვა მედიებში მუშაობაც. ანკას გრაფიკული ნამუშევრების ნაწილი განთავსდება უკვე თიბისი სტატუსის შეხვედრების სივრცეებში. გრძელვადიანი მიზანი ამ გამოფენის არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების პოპულარიზაციას. თიბისის ამოცანაა, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს ჩვენი მხრივ, ყველა საჭირო რესურსით დავეხმაროთ," – ამბობს თიბისი ბანკის არტ კურატორი ნინა ახვლედიანი. „თიბისი სტატუსი" და Buyers.ge მომავალშიც გეგმავენ ერთობლივი პროექტების განხორციელებას. Buyers.ge-ზე უკვე იყიდება ანკა ბოჭორიშვილის ნამუშევრებიც.
(R)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)