|
2015-04-22 12:30:40, 456 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: საქართველოში ფაქტობრივად ბიუროკრატია არ არსებობს და ამიტომაა ინტერესი ინვესტირების კუთხით
ფაქტობრივად, ბიუროკრატია არ არსებობს და ამიტომ არის ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კახა კალაძემ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრა. „ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების თანამშრომლობა განაპირობებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტიციებისთვის. საქართველო მდიდარია შიდა ენერგეტიკული რესურსით, თუმცა ჩვენ მხოლოდ 17-20% გვაქვს ათვისებული. ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ. იმედია, ბელარუსი დაინტერესდება ინვესტიციებით, რადგან საქართველოში მიმზიდველი ბიზნესგარემოა, საინტერესო რეგულაციები გადასახადების თვალსაზრისით. ფაქტობრივად ბიუროკრატია არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, „თბილისი მერიოტში“ საქართველო–ბელორუსის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც ორი ქვეყნის სავაჭრო–სამრეწველო პალატის ორგანიზებით იმართება. ფორუმი საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტებმა გახსნეს. მონაწილეებს სიტყვით ბელარუსისა და საქართველოს ვიცე–პრემიერებმა მიმართეს.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)