|
2017-07-03 17:17:43, 2192 ნახვა
სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურა წინასწარ იყო შეთანხმებული
არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ, ფიქრობენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა წინასწარ იყო შეთანხმებული და ვასილ მშვენიერაძის აღნიშნულ პოზიციაზე არჩევა არაკონკურენტულ გარემოში მოხდა. „ზოგადად, კარს მიღმა გარიგებები ამ საბჭოსთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო და თუ ის გაგრძელდება, ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი. ასე ვერ გამოსწორდება ის ღრმა კრიზისი, რომელიც სასამართლო სისტემის მიმართ და ზოგადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არსებობს“,-განუცხადა ჟურნალისტებს IDFI-ის წარმომადგენელმა გიორგი ბერაიამ. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტის ოლიკო შერმადინის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ის მანკიერი პრაქტიკა გააგრძელა, რაც ძველმა საბჭომ დაამკვიდრა. „ერთადერთი კანდიდატი, რომელიც დაასახელა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ცალსახად წინასწარ იყო შეთანხმებული საბჭოს წევრებს, მოსამართლე წევრებს შორის. არ ყოფილა წინასწარ გამოცხადებული კონკურსი, ბიოგრაფიული მონაცემებიც კი არ მიეწოდათ საბჭოს წევრებს“,-განაცხადა ოლიკო შერმადინმა. 13 მომხრე - 2 წინააღმდეგი- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე აირჩია. ის ამ პოზიციაზე დღეიდან იქნება დანიშნული. საბჭოს წევრებმა ასევე კენჭი უყარეს ვასილ მშვენიერაძის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარედ დანიშვნის საკითხს და ის ამ თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოზიციაზე გადაინაცვლა. ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურა ახალი შემადგენლობის საბჭოს პირველ სხდომაზე დღეს სწორედ გიორგი მიქაუტაძემ დაასახელა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)