|
2017-07-03 16:49:02, 1888 ნახვა
საზოგადოება
პროფკავშირები - 32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს
„პრემიერ-მინისტრის 2014 წელს გამოცემული საწარმოო რეგლამენტის მიხედვით, 32.5 გრადუს ცელსიუსზე მუშაობა მხოლოდ ერთი საათით არის დაშვებული და ისიც მხოლოდ საოფისე პირობებში“, - ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაშია აღნიშნული. პროფკავშირების ინფორმაციით, 32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს სწორედ, ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს ამტკიცებს. „დოკუმენტის თანახმად, სიცხეში მუშაობა ასეთი ინტენსივობითაა დაშვებული: იმ საწარმოებში, სადაც ენერგოდანახარჯების ინტენსივობა 120 კილოკალორიამდეა საათში და გულისხმობს ჯდომით მდგომარეობაში მუშაობას, რომელსაც ახლავს უმნიშვნელო ფიზიკური დაძაბვა, მუშოაბა 32 გრადუს ცელსიუსსზე, დღეში მხოლოდ ორი საათის განმავლობაშია დაშვებული. საუბარია რიგ პროფესიებზე მრეწველობაში, პოლიგაფიულ და კავშირგაბმულობის საწარმოებში, მათ შორის კონტროლიორებზე და სხვადასხვა სახის საწარმოების ოსტატებზე. აღნიშნული პროფესიები წარმომადგენელთათვის 31.5 გრადუსს ზემოთ 3 საათია დაშვებული საოფისე და სხვა შედარებით მსუბუქი დატვირთვის სამუშაოს შემსრულებლებისთვის. იმათთვის კი ვისი სამუშაოც დაკავშირებულია სიართულთან 10 კილოგრამი სიმძიმის გადატანით და გადაადგილებით, რომელსაც თან ახლავს მძიმე და დიდ და ზომიერ ფიზიკურ დაძაბვას (საჩამომსხმელო, სამჭედლო, თერმული, შემდუღებელი საამქორები, საგლინავი, მანქანათმშენებლობის და მეტალურგიული საწარმოები, ხელით ჭედვის პროცეს, საჩამომსხმელო საამქროებში ხელით დატენვა და ჩასხმა) 31 გრადუსის შემდეგ მუშაობა უნდა შეიზრუდოს. საათობრივი შეზღუდვა მძიმე სამუშაოს შემსრულებელთათვის დაწესებულია 26 გრადუს ცელსიუსიდან. საათობრივი რეჟიმი უნდა დაიცვან საოფისე და შედარებით მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის სამუშაოს შემსრულებლებმა 28 გრადუსიდან ზევით. პროფესიული კავშირების გაერთიანება და მისი წევრი ორგანიზაციები – მეტალურგიულ, მშენებლობის, სამთო მომპოვებელ და ასევე რკიგნიგზის და სხვა სფეროებში რომელთა წევრებსაც უწევთ ასეთი პირობებში მუშაობა, მოითხოვენ ხელისუფლებამ, მეწარმეებმა და დამსაქმებლებმა პატივი სცენ მთავრობის ხელმძღვანელის 2014 წლის 15 იანვრის №69-ე დადგენილებას (ტექნიკური რეგლამენტი – საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ) და ჯანრმთელბისთვის უსაფრთხო პირობები უზრუნველყონ ცხელ დღეებში“, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)