19:59 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 12:21:30, 2695 ნახვა

საზოგადოება
დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე სახელმწიფო დაცვის დანიშნვას ითხოვს

დემირელის სახელობის კოლეჯის დაკავებული მენეჯერის მეუღლე თუბა ჩაბუქი სახელმწიფო დაცვის დანიშნვას ითხოვს.

როგორც ჩაბუქმა აღნიშნა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, სოციალური ქსელების მეშვეობით მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს.

"გახშირდა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული მუქარები, ძირითადად თურქეთიდან. ვფიქრობ ისინი საშიშროებას წარმოადგენს. ჩემს ადვოკატს უკვე ვუთხარი, რომ მეშინია, ის მალე მიმართავს შესაბამის უწყებებს", - განაცხადა თუბა ჩაბუქმა.

ცნობისთვის, ოჯახის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ოჯახისთვის დაცვის გამოყოფის თხოვნით სახელმწიფო დაცვის სამსახურს დღეს მიმართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics