|
2017-06-30 20:48:11, 4275 ნახვა
საზოგადოება
TDI-ს დირექტორი „ქართველთა მარშზე“: მარშის მონაწილეები სიძულვილის ენას ავრცელებენ, მათ შეიძლება ძალადობასაც მიმართონ
არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორის ეკა ჭითანავას განცხადებით, „ქართველთა მარშის“ ჩატარება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებში ჯდება, მონაწილეებს აქვთ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, თუმცა მათ არ უნდა მიმართონ ძალადობას. როგორც ეკა ჭითანავამ "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, ნარატივი, რომ ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე კრიმინალია და მან საქართველო უნდა დატოვოს, ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება. მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ძალოვანმა სტრუქტურებმა "ქართველთა მარშის" მსვლელობის დროს უსაფრთხოების ზომების დაცვა უნდა უზრუნველყონ და პრევენციული ღონისძიებები გაატარონ, რათა ექსცესების თავიდან არიდება მოხდეს. "ყველას აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის საშუალება, შესაბამისად მათ შეუძლიათ ჩაატარონ მარში ყველა იმ საკითხზე, რაზეც თვლიან საჭიროდ. თუმცა არსებობს საშიშროება რომ მონაწილეებმა ძალადობას მიმართონ. პოლიტიკური სპეკულაციის მიზნით, ხშირად ხდება ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ან არასასურველი ქმედების მიწერა მთელ ჯგუფზე, რასაც შემდეგ ქსენოფობიის ტალღა მოჰყვება ხოლმე. ასეთ სპეკულაციებს მიმართავს ხშირად ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედიაც. მარშის მოწოდება, რომ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა დატოვონ საქართველო, არასერიოზული, აბსურდული და ფაშისტურია. რა თქმა უნდა სახელმწიფოს ქუჩაში გამოსვლის აკრძალვის უფლება არ აქვს, მაგრამ აუცილებელია, რომ პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. TDI მუშაობს რასობრივი დისკრიმინაციის საკითხზე, და ჩვენ პრაქტიკაში ხშირად ვხდებით ადამიანის კანის ფერის, წარმომავლობის, ეროვნებისა და მოქალაქეობის გამო დისკრიმინაციის შემთხვევებს როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან. განსაკუთრებით აზია-აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებს ეუბნებიან უარს ბინადრობის ნებართვებზე, დაბრკოლებებს უქმნიან საბანკო ანგარიშების გახსნისას, პოლიცია ადეკვატურად არ რეაგირებს მათ მიმართ ჩადენილ სავარაუდო სამართალდარღვევებზე და აშ. ყოველივე ამის ფონზე, ქსენოფობიური რიტორიკა, კიდევ უფრო ამძიმებს ამ ადამიანების მდგომარეობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ პოლიტიკოსებმა და საჯარო მოხელეებმა თავი უნდა შეიკავონ ქსენოფობიური განცხადებების გავრცელებისგან, რადგან ეს კიდევ უფრო აღვივებს საზოგადოებაში უარყოფით განწყობებს. რაც შეეხება უცხოელების კრიმინალის თუ კონფლიქტის კონტექსტში ხსენებას, აქ უნდა დაზუსტდეს, რომ დანაშაულს არ აქვს ეთნიკური, რელიგიური ან სხვა განზომილება, შესაბამისად მედიაც არ უნდა უთითებდეს პირის ეროვნებას თუ მოქალაქეობას, თუ ეს განსაკუთრებულად საჭირო არ არის კონტექსტისთვის“, - განაცხადა TDI-ის დირექტორმა. ჭითანავა მიიჩნევს, რომ ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიას და სიძულვილის ენას მიმართავენ, ცდილობენ აღნიშნული თემით მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია მოიპოვონ. მისივე განმარტებით, მსგავსი ტიპის მარშები მსოფლიოს მასშტაბით იმართება და საქართველო გამონაკლისი არაა. "ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში არიან ნებისმიერი ასაკის წარმომადგენლები, რომლებიც ქსენოფობიურად არიან განწყობილები, ნეოფაშისტური, ექსტრემისტული ჯგუფები, პოლიტიკოსები ხშირად მანიპულირებენ მათი განწყობებით და ამას იყენებენ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. ამ შემთხვევაშიც სწორედ მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე. [...]რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ვროპის კომისიის რეკომენდაციებში ნახსენებია, რომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლების კამპანია სიძულვილის ენასთან ბრძოლისა და მისი პრევენციის შესახებ, ისე, რომ არ მოხდეს მათი დამოუკიდებლობის ხელყოფა.ჩვენთან ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა მსგავსი საჯარო გამოსვლები, აქციები, სადაც ექსტრემისტი ჯგუფები ითხოვენ სხვა ქვეყნის მოქალაქეების გაძევებას და ძალადობისკენ მოწოდების განცხადებებიც კეთდება. მაამით ძალიან კარგად მანიპულირებს პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი", - აღნიშნა ჭითანავამ. TDI-ი "ქართველთა მარშს" და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დააკვირდება. ცნობისთვის, 14 ივლისს "ქართველთა მარში“ გაიმართება.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)