|
2015-04-21 15:12:45, 465 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: შავლიაშვილის გადადგომა მეწყინა, თუმცა მას თანამდებოაბზე დარჩენას ვეღარ დავაძალებდი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსიტრი დავით შავლიაშვილი თანამდებობიდან მართლაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, შავლიაშვილს თანდაყოლილი დაავადება აღმოაჩნდა და გადადგომის თხოვნით, ბოლო 4 თვის განმავლობაში მას რამდენჯერმე მიმართა. თუმცა, პრემიერის თხოვნით, შავლიაშვილმა ამ დრომდე პოსტი არ დატოვა. რაც შეეხება უშუალოდ მინისტრის საქმიანობას, პრემიერი ამბობს, რომ დავით შავლიაშვილი რისკიანი, ეფექტური მინისტრი იყო, რომელსაც რთული გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირდა. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დავით შავლიაშვილის გადადგომა ეწყინა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თანამდებობაზე დარჩენას ვეღარ სთხოვდა. "მართლაც დღეს დილით მომმართა დავით შავლიაშვილმა. მიზეზია ის, რომ მას აღმოუჩნდა საკმაოდ სერიოზული დაავადება თანდაყოლილი როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დეკემბერში გამოვლინდა პირველი შეტევა. მე დაახლოებით ბოლო 4 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მომმართა თხოვნით, რომ გადამდგარიყო.მაგრამ ვინაიდან საქართველოში იყო საკმაოდ რთული ვითარება, ახალი გამოწვევებიდან,ლარის დევალვაციიდან გამომდინარე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ პირველი კვარტალი დასრულებულიყო ძალიან წარმატებულად, და სწორედ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო.არ გადამდგარიყო.პირველი კვარტალი მან მართლაც წარმატებით დაასრულა.107%-იანი შესრულებული ჰქონდა მის სამინისტროს, სწორედ მისი დამსახურებაა ეს.მანამდე წელი დაასრულა 97%-იანი შესრულებით, არ დაფიქსირებულა ასეთი შედეგები ბოლო წლების განმავლობაში. ასე რომ, მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო მისი ეფექტიანობა, ის იყო რისკიანი მენეჯერი, ეფექტური კადრი იყო, რომელსაც რთული გადაწყვეტილებების მიღებაც კი არ უჭირდა, მაგრამ როგორც ჩანს,ამ თვეების განმავლობაში გაურთულდა მას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ძალიან სტრესული სამუშაოა.მძიმე შრომაა სამინისტროში. მიუხედავად იმისა, რომ მეწყინა მისი გადადგომა, მე მას ვეღარ დავაძალებდი, ვეღარ ვთხოვდი, რომ დარჩენილიყო და გაეგრძელებინა მუშაობა.იმიტომ, რომ ეს მის ჯანმრთელობას შეეხება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)