|
2017-06-30 16:11:19, 1671 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ბანკი პეტრე ოცხელის ნამუშევრების აღდგენას აფინანსებს
თიბისი ბანკსა და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის ურთიერთ-თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება ისტორიული პროექტი, რომლის ფარგლებშიც თიბისი ბანკი უზრუნველყოფს ქართული თეატრის გამორჩეული მხატვრის, ქართული მოდერნზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ქართული სცენოგრაფიის, როგორც პროფესიული დარგის ფუძემდებელის - პეტრე ოცხელის 30 ნამუშევრის კონსერვაცია-რესტავრაციას. პროექტი პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ეძღვნება. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება მხატვრის მიერ შექმნილ დეკორაციისა და კოსტუმის ესკიზებს, სტუდენტობის პერიოდში შესრულებულ ნატიურმორტს, სამუშაო ჩანახტებს ქართული ცეკვებისათვის, რომელთა დასრულებული ვერსიაც დღეს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის არქივში ინახება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დაზიანებასა და განადგურებას გადაურჩება პეტრე ოცხელის ესკიზები კოტე მარჯანიშვილის ისეთი საეტაპო დადგმებისათვის, როგორებიცაა „ოტელო" (1932) და „მშენებელი სოლნესი" (1931). აღსანიშანვია, რომ ეს უკანასკნელი მოსკოვის კორშის თეატრში დაიდგა და მის არნახულ წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ პეტრეს ოცხელს მიუძღვის. პეტრე ოცხელი ქართული თეატრალური მხატვრობისათვის განსაკუთრებული მოვლენა იყო. კონსტრუქტივიზმის და მე-20 საუკუნის დასაწყისის სხვა მნიშვნელოვანი ესთეტიკური მიმართულებებისა და გავლენების მიღმა, მის ყველა ნამუშევარს განსაკუთრებული სიდიადე აქვს. მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა, 30 წლის კათოლიკე ახალგაზრდას ეკუთვნის, ვისი პროფესიული კარიერაც მხოლოდ 9 წელიწადს გაგრძელდა. ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია,: „თიბისი ბანკის" დახმარებით, პეტრე ოცხელის ნამუშევრებს მართლაც უპრეცენდენტო მასშტაბის რესტავრაცია უტარდება. სამწუხაროდ, ოცხელის ნახატებს შექმნის დღიდან არასოდეს ჩატარებია რესტავრაცია არადა, დრომ თავისი კვალი დაატყო და გარკვეული დაზიანებები მიადგა ნამუშევრებს, გარდა ამისა, ნამუშევრების ხანდაზმულობას ისიც დაემატა, რომ საბჭოთა პერიოდში ნახატებს შესაბამისი ყურადღება არ ექცეოდა და სათანადო პირობებშიც არ ინახებოდა. საბედნიეროდ, „თიბის ბანკისა" და ხელოვნების სასახლის შეთანხმებით საიუბილეოდ მომზადდა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კოლექციის გადარჩენას - ხელოვნების მოყვარულებს კიდევ ერთ სასიამოვნო და ისტორიულ პროექტს წარვუდგენთ. „თიბისი ბანკის" კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი, თამარ კირვალიძე,: „თიბისი ბანკისთვის" ხელოვნების მხარდაჭერა და ნამუშევრების რესტავრაცია უკვე გარკვეულ ტრადიციადაც ჩამოყალიბდა. ცოტა ხნის წინ, ბანკმა ფიროსმანის ორი ნამუშევარი აღადგინა. გვეამაყება, რომ მოგვეცა საშუალება კიდევ ერთი ისტორიული პროექტი განვახორციელოთ. აღსანიშნავია, რომ პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს, „თიბისი ბანკის" 25 წლის იუბილე ემთხვევა - მიხარია, რომ საზოგადოების წინაშე არამხოლოდ ბანკის საქმიანობის შედეგებით, არამედ, ისტორიული პროექტებით წარვდგებით. (NS)
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)