|
2017-06-27 21:48:06, 1766 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ელჩმა, იოსებ ოსორაულის საკითხზე, კონგოში შეხვედრები გამართა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი, იოსებ ოსორაულის საკითხზე კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობას შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გრძელდება ყველა შესაძლო ძალისხმევა იოსებ ოსორაულთან დაკავშირებული ვითარების გასარკვევად. „ექსპრესნიუსი“ უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალი 2017 წლის 26-27 ივნისს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას. ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის იოსებ ოსორაულის ირგვლივ შექმნილი ვითარების განხილვა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გამართა შეხვედრები კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან, კონგოს შეიარაღებული ძალების მაღალი დონის წარმომადგენლებთან, კონგოში გაეროს სტაბილიზაციის მისიის (მონუსკოს) და კონგოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელობასთან. ზემოაღნიშნული შეხვედრებისას, ყველა ხსენებული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ გრძელდება ყველა შესაძლო ძალისხმევა იოსებ ოსორაულთან დაკავშირებული ვითარების გასარკვევად. პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კონგოში, მათ შორის, ჩრდილოეთ კივუს რეგიონში შექმნილ მძიმე უსაფრთხოების გარემოს, რაც ართულებს ხსენებული უწყებებისა და ორგანიზაციების მხრიდან საჭირო ნაბიჯების გადადგმის პროცესს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ისაუბრა ბექა დვალმა და აღნიშნა, რომ კონგოში შექმნილი ვითარება აფერხებს მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც საქართველოს მოქალაქის ბედის გარკვევას უკავშირდება. „ამ ვიზიტის და შეხვედრების ძირითადი თემა იყო ჩვენი თანამემამულის, თანამოქალაქის იოსებ ოსურაულის ირგვლივ შექმნილი ვითარება და იმ ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება, რაც უკავშირდება ჩვენი თანამოქალაქის ბედს. ყველა იმ სუბიექტის მხრიდან, ვისაც ჩვენ შევხვდით, კონგოს სამოქალაქო დაწესებულება თუ სამხედრო ხელმძღვანელობა, ასევე მონუსკო - გაეროს მისია და წითელი ჯვარი, ყველა მხრიდან მივიღეთ იმის დაპირება, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა დაზუსტდეს ჩვენი თანამოქალაქის ბედი და გადამოწმდეს ის ინფორმაცია, რასაც ამ ეტაპზე ვფლობთ. თითოეული ამ სუბიექტის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში ზოგადად, ჩრდილოეთ კივუს რეგიონში შექმნილი ვითარება გარკვეულწილად ართულებს, აფერხებს მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ჩვენი მოქალაქის ბედის გარკვევას უკავშირდება. თუმცა, კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, სამომავლოდაც, ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ კავშირს და ნებისმიერი სიახლის თაობაზე კონგოს მხრიდან ეცნობება ქართულ მხარეს, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო ბუნებრივია, ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიაწვდის იოსებ ოსურაულის ოჯახს და საზოგადოებას საქართველოში“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)