|
2017-06-27 17:43:28, 907 ნახვა
სამხედრო
კოჯორში სერჟანტთა კორპუსის დღე აღინიშნა
„მომავალი წლიდან სერჟანტთა კორპუსის პირად შემადგენლობას თანამდებობრივი სარგო ემატება, რაც სერჟანტს კარიერული ზრდისათვის და საკუთარი თავის მუდმივი სრულყოფისათვის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს,“ –ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში განაცხადა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტთა კორპუსის დღე აღინიშნა. სერჟანტთა პროფესიული დღე კოჯორში, საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ ოპერატიული ბრძანების გაცემის შემდეგ, ჩასაფრების ოპერაცია განახორციელა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სერჟანტებს პროფესიული დღე პირადად მიულოცეს და სერჟანტთა კორპუსის მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო პერსპექტივებზე ყურადღება გაამახვილეს. სერჟანტთა მომზადების ცენტრში ახალ სასწავლო პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც ბატალიონის და ბრიგადის დონეების სერჟანტისათვის აუცილებელ პროფესიულ ცოდნას მოიცავს. ასევე მზად არის და განხილვის პროცესშია სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების ახალი კონცეფცია, რომელიც სერჟანტთა შერჩევის, მათი პროფესიული განათლების და კარიერული ზრდის საკითხებს კიდევ უფრო დახვეწავს. საზეიმო ღონისძიება სერჟანტთა პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტს კობა ცირეკიძეს ღირსების ორდენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის გადასცა. სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებმა I და II ხარისხის უწყებრივი მედლები „უმწიკვლო სამსახურისთვის“ მიიღეს. ცნობისთვის, სერჟანტთა ინსტიტუტი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისთანავე შეიქმნა და მასთან ერთად ვითარდება. დღეს, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ნატოს სტანდარტების შესაბამისი ცენტრი აქვს, რომელიც პროფესიონალი სერჟანტების ჩამოყალიბებას ყველა დონეზე უწყობს ხელს. სერჟანტთა როლი ძლიერი შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ სერჟანტთა კორპუსი ჯარის ფუნდამენტსა და ბირთვს წარმოადგენს. (NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)