|
2017-06-22 19:23:37, 1978 ნახვა
საზოგადოება
საჯარო სამსახურის რეფორმის საკითხებს კონფერენცია მიეძღვნა
საჯარო სამსახურის რეფორმის საკითხებზე სასტუმრო „ფაბრიკაში“ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორია, „სერვისლაბი“ იყო. ღონისძიება საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ხელშეწყობით მოეწყო. „ინოვაციური სერვისების ლაბორატორია უკვე მეორედ ატარებს კონფერენციას საჯარო სექტორში ინოვაციებთან დაკავშირებით. წლევანდელი შეხვედრა ეძღვნება საჯარო სამსახურის რეფორმას. ინოვოციური პროგნოზირების მეთოდოლოგია-ფორსაიტი რომელსაც ამ შემთხვევაში ვიყენებთ, გვეხმარება გავაანალიზოთ რეფორმის მიმდინარეობა, განვსაზღვროთ მოსალოდნელი რისკები და შევიმუშავოთ პოტენციური გამოწვევების დაძლევის გზები“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, 22 ივნისს კონფერენციის გახსნაზე. დისკუსიებისა და სიმულაციური სავარჯიშოების მეშვეობით, ინოვაციური კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმის შესაძლო სცენარებსა და რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ პოტენციური რისკები. კონფერენციას უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი, ნურ ანისა აბდულა, დუბაის ამიტი უნივერსიტეტის პროფესორი. წლევანდელი კონფერენცია დაემთხვა საჯარო სამსახურის საერთაშორისო დღეს, რომელსაც გაერო ყოველწლიურად 23 ივნისს აღნიშნავს. "საქართველოში მიმდინარე რეფორმა უმნიშვნელოვანესია ძლიერი, პროფესიული და მიუკერძოებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისათვის. ინოვაციური მიდგომების გამოყენება ხელს შეუწყობს რეფორმის წარმატებას და დადებით შედეგს მოუტანს, როგორც საჯარო მოხელეებს, ასევე საქართველოს მოსახლეობას", - განაცხადა ნათია ნაცვლიშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში. საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოს მთავრობის 2016 წელს შემუშავებული ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს რეფორმის პროცესს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ფარგლებში. ინიციატივა, რომლის საერთო ბიუჯეტი 4.5 მილიონი ფუნტია, ეხმიანება რეფორმის პრიორიტეტულ მიმართულებებს და 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. (NS)
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)