|
2017-06-22 14:34:48, 1986 ნახვა
საზოგადოება
„ავერსი-რაციონალსა“ და „სოლიდარობის ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და კომპანია „ავერსი-რაციონალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, კომპანია „ავერსი-რაციონალი“ ფონდის მხარდასაჭერად თანამშრომლობის შემდეგ მექანიზმს გააქტიურებს: კომპანიის თანამშრომლები ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ნებაყოფლობით დონაციას განახორციელებენ სოლიდარობის ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად. „მემორანდუმი ითვალისწინებს „ავერსი-რაციონალის“ თანამშრომლების ჩართულობას ითვალისწინებს სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში თავისი შენატანებით. ამ შემთხვევაში „ავერსი-რაციონალი“ აკეთებს ამის ორგანიზებას და ასევე უქმნის თავის თანამშრომლებს სტაბილურ გარემოს, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში“, - განაცხადა მალხაზ კურტანიძემ. როგორც „სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ აღნიშნა, „ავერსი-რაციონალის“ მხარდაჭერა უპრეცედენტოა. „პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „ავერსი-რაციონალის“ ადმინისტრაციას, მის თითოეულ თანამშრომელს ამ უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის. დღეს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი გულისხმობს ყოველთვიურად თანამშრომლების ნებაყოფლობით ჩართულობას და გარკვეული თანხა გადაირიცხება ყოველთვიურად „სოლიდარობის ფონდში“. ეს თანხა სიმსივნით დაავადებულ ბავშვების მკურნალობას მოხმარდება“,-განაცხადა სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ.
(R)
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)