|
2017-06-22 10:30:52, 2032 ნახვა
საზოგადოება
„ელიტ ელექტრონიქსი“ ერთგულ მომხმარებლებს კონდიციონერებზე ფასდაკლებასა და უფასო მონტაჟს სთავაზობს
ზაფხულის ცხელი დღეების მოახლოებასთან ერთად ყველაზე აქტუალური ტექნიკა კონდიციონერია, პროდუქტზე მოთხოვნა უკვე გაიზარდა და ამიტომ „ელიტ ელექტრონიქსი“ 22, 23 da 24 ივნისს, ერთგულ მომხმარებლებს კონდიციონერებზე ფასდაკლებასა და უფასო მონტაჟს სთავაზობს. „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანი. აქ ექსკლუზიურად შეგიძლიათ შეიძინოთ ჰიუნდაის, ბოშის და გორენიეს კონდიციონერები, აქცია მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით როგორც ნაღდი ასევე, 0%-იანი განვადებით, წინასწარი შენატანის და საკომისიოს გარეშე. იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ კონდიციონერი მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. კონდიციონერის შერჩევის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ბინის საერთო ფართი, ინტერიერი და მასში არსებული ავეჯის და ტექნიკის რაოდენობა. ეს ყოველივე დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ კონდიციონერი, ამისათვის „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს სთავაზობს "ფართის დათვალიერების" მომსახურებას. აღნიშნული მომსახურება მოიცავს „ელიტ სერვისის“ სპეციალისტის მისამართზე ვიზიტს, მომხმარებლის საცხოვრებელი ან საოფისე ფართის დეტალურ დათვალიერებას, ადგილზე არსებული და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით კონდიციონერის ოპტიმალური სამონტაჟო ადგილის და შესაბამისი სიმძლავრის განსაზღვრას, საჭირო რეკომენდაციების გაცემას დამხმარე ტექნიკური საშუალებების, ელ. გაყვანილობის და სადრენაჟე სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ „ელიტ ელექტრონიქსის“ ავტორიზებულ სერვისს - „ელიტ სერვისს“ და მოითხოვოთ „ფართის დათვალიერების“ სერვისი. საქართველოში სამომხმარებლო ტექნიკის უდიდესი რეალიზატორი „ელიტ ელექტრონიქსი“, უკვე 21 წელია მოღვაწეობს ბაზარზე და არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქსელი, ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდებით და ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანით. კომპანია ზრუნავს შექმნას შოპინგისთვის კომფორტული გარემო და ამიტომ უკვე არაერთ ქალაქში გახსნა უნიკალური კონცეფციის მაღაზია.
(R)
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)