|
2015-04-20 10:08:46, 564 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: მთავრობის ოპოზიციონერობა ქვეყნის ოპოზიციონერობაში არ უნდა გადავიდეს
„მთავრობის ოპოზიციონერობა ქვეყნის ოპოზიციონერობაში არ უნდა გადავიდეს“,-ამის შესახებ ექს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა კვირის 20/30-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილს პოლიტიკა პროფესიად აქვს და მათი ვალდებულება ქვეყნის მთავრობის ლანძღვაა. „ მთავრობის ოპოზიციონერობა ქვეყნის ოპოზიციონერობაში არ უნდა გადავიდეს. მათ მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს მათი ქვეყანაა და უნდა ჰქონდეთ ვალდებულების განცდა, იზრუნონ ქვეყნის განვითარებაზე. შესაბამისად, მარტო გინებით, ლანძღვით და ყვირილით ეს არ კეთდება. მათ უნდა გადადგან კონსტრუქციული ნაბიჯები, არგუმენტირებულად შემოიტანონ იმაზე უკეთესი, რასაც მთავრობა აკეთებს. რაც კარგი კეთდება, ამას მხარი უნდა დაუჭირონ და აღიარონ, რომ ეს კარგია. ქვეყნის განვითარებაში ოპოზიციას აქვს უდიდესი, ძალიან მნიშვნელოვანი როლი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)