|
2015-04-20 10:03:38, 449 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ამბობენ, რომ ეკონომიკა ინგრევა, დაინგრა ქვეყანა და ამ დროს მსგავსი არაფერი არ ხდება
„ამბობენ, რომ ეკონომიკა ინგრევა, კრიზისია, დაინგრა ქვეყანა და ამ დროს მსგავსი არაფერი არ ხდება“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა 20/30-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ზემოთ აღნიშნულის მიღწევას „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს. „რატომ გაჩნდა საზოგადობაში შფოთვა და ბევრი ეთანხმება ოპოზიციას, რომ ხელისუფლება არის სუსტი და უუნარო, ეს იმიტომ, რომ მონაპოვრით, რაც საზოგადოებამ მიიღო, ისევ ყოფილი მთავრობა და ოპოზიციად შერაცხული "ნაციონალური მოძრაობა" სარგებლობს. ის ისევ განაგრძობს საკუთარ საზოგადოებაზე ძალადობას, რაც ამ შემთხვევაში, სიცრუით ხდება. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიცრუით მოახერხონ და ქვეყნაში არ შემოვიდეს ინვესტიცია. პერმანენტულად იბრძვიან და ამბობენ, რომ ეკონომიკა ინგრევა, კრიზისია, ჩამოიშალა ეკონომიკა, დაინგრა ქვეყანა. ამ დროს მსგავსი არაფერი არ ხდება“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)