|
2017-06-19 09:42:12, 1794 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი მძღოლებს მიმართავს, თუ აუცილებელი საქმე არ აქვთ, პეკინის ქუჩაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 26 მაისის მოედანზე სამუშაო შტაბის სხდომა გამართა და შაბათ-კვირას პეკინის ქუჩაზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. თბილისის მერმა შტაბის სხდომაზე დავალებები გასცა, ასევე, განისაზღვრა უახლოესი რამდენიმე დღის გეგმა, რაც დავით ნარმანიას განცხადებით, პროცესში ჩართული სამსახურების კოორდინირებული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მძღოლებსაც მიმართა: „მოვუწოდებთ მძღოლებს, რომ ვინაიდან სამუშაო კვირაა და ავტომანქანების რაოდენობა მეტი იქნება, თუ აუცილებელი საქმე არ აქვთ, მოერიდონ ამ უბანში გადაადგილებას. საპატრულო პოლიცია და ქალაქის მერიის ტრანსპორტის სამსახური კოორდინირებულად მუშაობს იმისათვის, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ავტომანქანები გადაერთვებიან სწორი მიმართულებით და მაინც მოერიდებიან იმ უბნებს,სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. სამუშაო შტაბში გამართულ სხდომას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, თბილისის მთავრობის, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“და კომპანია „ბლექ სი გრუპის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)