|
2017-06-18 11:06:09, 1894 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ქულათა სისტემის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით ტრენინგები ჩაუტარდათ
შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ქულთა სისტემის ამოქმედებასა და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გადამზადების კურსი გაიარეს. შსს-ს კვლევის და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონში ჩავიდნენ და პატრულ-ინსპექტორებს ტრენინგები ჩაუტარეს. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის ცვლილებები პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში, რომელთა თანახმად, საქართველოში მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება ამოქმედდება. ასევე, მკაცრდება ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესები. (NS)
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)