|
2017-06-17 10:03:23, 1910 ნახვა
საზოგადოება
პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიამ პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო. მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთში მოძრაობის ცალმხრივი რეჟიმი უკვე ამოქმედდა. სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით 26 მაისის მოედანზე სამუშაო შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შესაბამის სამსახურებს ოპერატიული დავალებები მისცა. სამუშაო შტაბში გამართულ სხდომას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, თბილისის მთავრობისა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შტაბის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა რეაბილიტაციის პროცესი სექტემბრის დასაწყისში დასრულდეს. პროექტის ოპერატიული მართვა 26 მაისის მოედანზე მოწყობილი შტაბიდან მოხდება. „ჩატარდა სამუშაო შტაბის სხდომა, სადაც მივიღეთ ოპერატიული გადაწყვეტილებები. აღნიშნულზე დაყრდნობით, დაიკეტა პეკინის გამზირის ერთი მხარე, შესაბამისად მოძრაობა გახდა ცალმხრივი. ამაღამვე დაიწყება გზის დაზიანებული საფარის მოხსნის სამუშაოები. ხვალ დილიდან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაიწყებს სამუშაოებს. მოძრაობასთან დაკავშირებით ხვალ დილიდან იქნება შეზღუდვები. შესაბამისად, მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ მიმართულებით მოძრაობას და გადაადგილდნენ ალტერნატიული მარშრუტებით, რათა არ შეიქმნას დისკომფორტი და გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები გარკვეულ შეზღუდვასთანაა დაკავშირებული. გეგმა-გრაფიკის მიხედვით პროექტი ყველაზე მაქსიმუმ 10 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ “, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, პროექტი მაქსიმალურად ხარისხიანად, ევროპული სტანდარტების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს. მისივე თქმით, გზის აღდგენისა და ტროტუარის კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. „რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ამას საკუთარი ხარჯებით კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა (NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)