03:40 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 15:53:48, 845 ნახვა

სამხედრო
სამხედრო პოლიცია დაარსებიდან მე-12 წლისთავს აღნიშნავს

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრში (JTEC) სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნა.

სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით კარიაულმა მიულოცეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება საჩვენებელი ტაქტიკური სწავლებებით დაიწყო. აღმოსავლეთ ბატალიონმა კონვოის ოპერაცია განახორციელა. დაცვისა და უსაფრთხოების მთავარმა სამმართველომ კი, დაცვა-ესკორტირების ოპერაცია ჩაატარა.

სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა და შეიარაღებულ ძალებში სამხედრო პოლიციის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიამ განსაკუთრებით გამოყო დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მიერ შეიარაღებულ ძალებში სამართალდარღვევის პრევენცია და სამხედრო დისციპლინისა და წესრიგის მაქსიმალური უზრუნველყოფა.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა წარმატებულ სამხედრო პოლიციელებს საშტატო იარაღები გადასცა. პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა მედლებით „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“.

დღესვე, სამხედრო პოლიცის დეპარტამენტის შეიარაღების, ტექნიკისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

2005 წელს სამხედრო კომენდატურის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი შეიქმნა, რითაც საფუძველი სამხედრო პოლიციის, როგორც ინსტიტუციის შემდგომ განვითარებას ჩაეყარა. 2008 წლის აგვისტოში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა. 2009 წლიდან სამხედრო პოლიცია ქართული კონტინგენტის შემადგენლობაში ავღანეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ჩაერთო.

2015 წელს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შემდგომი განვითრებისათვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა - სამხედრო პოლიცია გაძლიერდა საბრძოლო კომპონენტით და შეიქმნა სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონები.

2016 წლის ივნისში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, საერთო-საჯარისო ცენტრის, საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის, სამხედრო პოლიციის კურსი დაარსდა, რომელზეც სპეციალიზაციას სამხედრო პოლიციის მოსამსახურეები გადიან.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics