|
2015-04-19 13:19:47, 2136 ნახვა
სამხედრო
„უნა-უნსოს“ ბატალიონის ინფორმაციით, უკრაინაში მეორე ქართველი ჯარისკაცი დაჭრილია
უკრაინული ორგანიზაცია „უნა-უნსოს“ ბატალიონის ინფორმაციით, უკრაინაში მეორე ქართველი ჯარისკაცი დაჭრილია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, პოლკოვნიკმა, დოდო გუგეშაშვილმა აცნობა. „მეორე დაღუპულის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.დავრეკე და მეუბნებიან, რომ მე-2 არის დაჭრილი და ჯერჯერობით, როგორც მეუბნებიან, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ამ ინფორმაციას ვიღებ უკრაინელი ბენდერებისაგან, რომლებიც იქვე, სადაც ვიყავი, მოსაზღვარე ბატალიონში არიან იმიტომ, რომ "აზოვთან“ არ მაქვს არანაირი ურთიერთობა, მაგრამ მარიუპოლის ტერიტორიაზეა ბრძოლები, მეც მარიუპოლში ვიყავი და, აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცი ის ტერიტორია და ის, თუ რომელი ნაწილიც იდგა. დღეს დილით რომ დავრეკე „უნა-უნსოს“ ბატალიონში, იმ ბატალიონში, რომელსაც აქ წარმოვადგენ , გიორგი ჯანელიძის დაღუპვა დამიდასტურეს და მითხრეს, რომ მეორე არის დაჭრილი|“,-განუცხადა დოდო გუგეშაშვილმა „ექსპრესნიუსს“. შეგახსენებთ, ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში გუშინ დაიღუპა. ის ბატალიონ „აზოვში“ მსახურობდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, კიდევ ერთი ქართველია დაღუპული.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)