|
2017-06-15 18:29:07, 1711 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ციფრული გადამზადების ცენტრები გაიხსნება
ციფრული უნარების განვითარება და ონლაინ დასაქმების პლატფორმა ყველა მსურველისთვის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიცირებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინოვაციების ცენტრების ბაზაზე ციფრული უნარების სატრენინგო პროგრამა იწყება. პროექტის მიზანია რეგიონებში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის ცოდნა, რომელიც მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ე.წ. “დისტანციური დასაქმების” საშუალებას მისცემს. უნიკალური პროექტი კერძო სექტორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პარტნიორობით ხორციელდება. ,,სახელმწიფო კონცენტრირებულად სერიოზულ რესურსს ხარჯავს მსგავსი ტექნოპარკების განვითარებაში და ეს არის საკმაოდ კომფორტული გარემო იმისათვის, რომ ახალგაზრდები გაიზარდონ და მიაღწიონ თავიანთ მიზანს და ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობის შეძენით, მსგავსი სამუშაო სივრცეების შექმნით,რომ მათ თავიანთი ნიჭი გამოავლინონ. ეს გახდა პოპულარული.მოთხოვნა არის ახალგაზრდებში და მოხდა მათი კოპირება რეგიონებში. ზუგდიდში გვაქვს მსგავსი ტექნოპარკი, გაიხსნება ფაბლაბები და ეს იძენს სისტემურ სახეს,-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ. პროექტის საპილოტე ვერსია კასპის ბიზნესისა და ტექნოლოგიების გადამზადების ცენტრის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტისა და მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერით ჩატარდა, რომლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროექტის ავტორებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. ,, ელემენტარული ცოდნისა და ინფრასტრუქტურის მიწოდებით ქართველ ახალგაზრდებს გლობალური შრომის ბაზარზე ცხოვრებისსაშუალებაეძლევათ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ გეხსნებათ საზღვრები, თქვენი ცოდნით შედიხართ გლობალურ კონკურენციაში. ეს არის ის, რაც მოგვიტანა ციფრულმა განვითარებამ და ამ ნაწილში ჩამორჩენის უფლება არავის გვაქვს,-‘’ განაცხადა გიორგი გახარიამ. ტრენინგები ხელმისაწვდომი იქნება ზუგდიდის ტექნოპარკში, ასევე ბაღდათის, ხარაგაულისა და სოფ. ჭოპორტის ბიბლიოთეკების ინოვაციების ცენტრებში.ბენეფიციარების გადამზადება მოხდება, როგორც ონლაინ სწავლების მეთოდოლოგიებით, ისე ცენტრების ბაზაზე ჩატარებული სემინარების საფუძველზე. პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) დისტანციური დასაქმების პლატფორმა ,,ციფრული მოქალაქე’’ შექმნა.პლატფორმა შესაძლებლობას იძლევა, მარტივად მოხდეს ონლაინ სივრცეში არსებული დაკვეთების მოძიება და მათზე განაცხადის გაკეთება. უნივერსიტეტი გლობალური დასაქმების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის ,,freelancer.com’’-ის პარტნიორია, რომლითაც ბენეფიციარებს წვდომა ექნებათ მსოფლიოში არსებულ 15 მილიონზე მეტ სამუშაო პოზიციასთან. გასული წლის მონაცემებით, დისტანციურად შესრულებული სამუშაოების ბრუნვამ 2,6 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2017 წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტ “საქართველოს ინოვაციების ეროვნული ეკოსისტემის“ ფარგლებში, 2020 წლამდე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერშეიქმნება რეგიონალური ინოვაციების 8 ჰაბი და ინოვაციების 50 ცენტრი. (NS)
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)