|
2017-06-15 13:45:13, 1052 ნახვა
სხვადასხვა
Silverwoods-ის აუქციონზე ადოლფ ჰიტლერის ავტოგრაფით Mein Kampf იყიდება
ბრიტანეთის ქალაქ კლაიტეროში Silverwoods-ის აუქციონზე გერმანიის ყოფილი კანცლერის ადოლფ ჰიტლერის 1935 წელს გამოცემული Mein Kampf-ის იშვიათი ეგზემპლარი იყიდება, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ნაცისტური გერმანიის დიქტატორის ხელმოწერა წიგნის პირველ ყდაზეა. წიგნის საწყისი ღირებულება 1000 ფუნტ-სტერლინგს (1 275 დოლარს) შეადგენს. მესამე რეიხში „ნაცისტურ ბიბლიად“ აღიარებული Mein Kampf აკრძალული ლიტერატურის ნუსხაშია შეტანილი. Silverwoods-ის აუქციონის სახლის დირექტორმა ჯეიმს ტომსონმა განაცხადა, რომ ამ წიგნით ხალხს უნდა ახსოვდეს, "რას წერდნენ ურჩხულები". "Mein Kampf-ს მყიდველი აუცილებლად გამოუჩნდება, რადგან შესაძლოა ვიღაცას მართლაც აინტერესებდეს, როგორ წერდა კაცი, რომელმაც მსოფლიოში ამდენი ბოროტება ჩაიდინა“, - განაცხადა ტომსონმა. როგორც ირკვევა, ეს წიგნი წლების განმავლობაში ბრიტანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, პიტერ კადოგანის ოჯახში ინახებოდა. კადოგანმა ადოლფ ჰიტლერთან დაახლოებულ პირს, იუნიტი მიტფორდს სთხოვა, ნაცისტური გერმანიის დიქტატორისთვის ავტოგრაფი ჩამოერთმია. წიგნის გაყიდვა კადოგანის შთამომავლებმა გადაწყვიტეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)