18:07 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 10:32:17, 1817 ნახვა

საზოგადოება
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, შპს „ქართული ხილის კომპანიამ“ ვაშლის ბაღი გააშენა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შპს „ქართული ხილის კომპანიის“ მიერ 10 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი დაათვალიერა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და ნერგების შეძენისათვის 100 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 492 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 17 382 147 მილიონ ლარს შეადგენს.
 აქედან, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ხეხილის ბაღები 55 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics