14:24 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 13:11:34, 2534 ნახვა

მსოფლიო
ჟან-კლოდ იუნკერი: ევროკავშირი ერდოღანს არ დაუჩოქებს

ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, თურქეთი მოწადინებული არ არის რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, - ამის შესახებ იუნკერმა Der Spiegel-თან საუბარში განაცხადა.

როგორც იუნკერმა აღნიშნა, ევროკავშირი თურქეთთან ურთიერთობის საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

″თუ ჩვენ ერდოღანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას ვაპირებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას დავუჩოქებთ″,-განაცხადა მან.

მისივე ინფორმაციით, ბოლო შეხვედრის დროს მან ერდოღანს განუმარტა, რომ თურქეთი გაწევრიანების საკითხში უფრო მკაფიო პოზიციას უნდა იკავებდეს.

იუნკერის თქმით, თურქეთი ცდილობს, რომ გაწევრიანების საკითხი გაჭიანურდეს და ეს  ევროკავშირს გადააბრალოს.

″როგორც ჩანს, თურქეთი ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანება დაბლოკოს და ამის პასუხისმგებლობა ბრიუსელს დააკისროს. ევროკავშირი, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შემწყვეტი მხარე არ იქნება. მე ხელშეკრულებების ერთგული ვარ. ჩვენ 1999 წელს ჰელსინკის სამიტზე თურქეთი კანდიდატ ქვეყნად გამოვაცხადეთ. ეს ჯერ კიდე ძალაშია″,- განაცხადა  იუნკერმა.

მან თურქეთს მოუწოდა ევროკავშირის წესებს პატივი სცეს და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საერთო ფასეულობების პატივისმცემი გაერთიანებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics