18:06 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 13:18:09, 4188 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო: ჩვენი უწყება გამჭვირვალეა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს შეამოწმებს.

როგორც აღნიშნული თემის კომენტირებისას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, შემოწმება ყოველწლიურია და ამაში სიახლე არაფერია.

„აუდიტის სამსახურის შემოწმება პერმანენტულია და ის ყოველ წელს ხორციელდება. ამაში სიახლე არ არის. ჩვენი უწყება გამჭვირვალეა ამ მხრივ. ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის ბიუჯეტის 30%-ს განკარგავს. ზოგადად, რაიმეს გამორიცხვა რთულია. მე პასუხს ვაგებ ყველაფერზე, რაც ჩემს უწყებაში ხდება. ამ მხრივ მე რისკებს არ ველოდები. მონაცემები გამჭვირვალეა და არანაირი სირთულე არ იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ამჟამად ან სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგას, ან ემიგრაციაში იმყოფება, ან ციხეშია - ევროკომისიის ანგარიში
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics