|
2015-04-17 16:00:30, 812 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგებელმა უჩაშონას გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უჩაშონას ტერიტორიულ ერთეულში ავარიული საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. სამუშაოების შესრულების პროცესს დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია ესწრებოდა. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტო - ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე შეადგენს 8638 კვ.მ. პროექტის დასრულების შემდეგ ამ გზით 670 სოფლის მკვიდრი და არაპირდაპირი გზით კი 3000- მდე ბენეფიციარი ისარგებლებს. „აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შემდეგ ამ გზით მოსარგებლეების გადაადგილება გახდება უსაფრთხო, გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარეობა და პროექტის განხორციელებისას დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა“, - აცხადებენ ზუგდიდის გამგეობაში. პროექტის ღირებულება 482.000 ლარს შეადგენს. სამუშაოები 10 დღეში დასრულდება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)