|
2015-04-17 15:33:40, 1182 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში "მარიოტის" ქსელის მესამე სასტუმრო გაიხსნება
თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე "მარიოტის" ქსელის მესამე სასტუმრო გაიხსნება. სასტუმრო "მოქსის" ბრენდი იქნება, რომელიც "მარიოტის" ქვებრენდია. სასტუმრო "მოქსის" მართვასთან დაკავშირებით "ჯი-ემ-თი ჯგუფსა" და "მარიოტს" შორის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ. ,,მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ზაარბრიუკენის, ყოფილი ვორონცოვის მოედანზე ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი აშენდება, რომელიც საქართველოში კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს. მოხარული ვარ, რომ ,,მარიოტი“, რომელიც საქართველოში თითქმის 15 წელია წარმატებით ოპერირებს, გაფართოებაზე ფიქრობს და ახალ ინვესტიციებს ახორციელებს. ამ სასტუმროს მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებს ასევე ამერიკის სამთავრობო სააგენტო "ოპიკი", რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის ყველანაირად ხელსაყრელი გარემოს არსებობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ,,მოქსის" სასტუმრო 130 ნომრიანი იქნება. "ჯი-ემ-თი ჯგუფის“ ახალი პროექტი, „მარიოტის“ ქსელის უახლესი ეკონომსეგმენტის ბრენდი - ,,მოქსი,, (MOXY) საშუალო და დაბალბიუჯეტიან მომხმარებლებზეა გათვლილი. სასტუმროში ასევე განთავსებული იქნება საოფისე ფართი, რომელსაც შენობის გარკვეული ნაწილი დაეთმობა, სავაჭრო სივრცე და ფუნიკულიორის კომპლექსში არსებული კაფე "პური გულიანისა" და ქართული რესტორნის "ჩელას" ფილიალები. პროექტის მთლიანი ღირებულება 25 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მის განხორციელებაში აშშ-ის სამთავრობო სააგენტო "ოპიკი" მონაწილეობს, რომელიც პროექტს 18 მილიონი დოლარით აფინანსებს. სასტუმრო ,,მოქსის“ მშენებლობა 2017 წლისთვის დასრულდება. თბილისში დაგეგმილი პროექტი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით პირველი იქნება. „მოქსის“ პირველი სასტუმრო გასული წლის სექტემბერში მილანში გაიხსნა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)