|
2015-04-17 12:22:26, 477 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის შეფასების ანგარიშის პირველადი ვერსიის განხილვა-სემინარი გაიმართა
სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ 2007-2013 წლებში ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის შეფასების ანგარიშის პირველადი ვერსიის განხილვა-სემინარი გაიმართა. სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მარიამ რაქვიაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა გახსნეს. შეფასების ანგარიში ევროკავშირის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დარგობრივ სამინისტროებთან კონსულტაციის საფუძველზე მოამზადეს, რომელიც სისხლის სამართლის, საჯარო ფინანსების მართვის, სოფლის მეურნეობის და რეგიონალური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სფეროებს მოიცავს. 2007-2013 წლებში ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის (მოიცავს თანამშრომლობის 7 წლიან პერიოდს) შეფასების მისია გასული წლის აპრილიდან ევროკომისიის ინიციატივით მუშაობს. შეფასების პროცესში ჩართულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარებების კოორდინაციის დეპარტამენტი.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)