13:35 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 14:56:09, 2327 ნახვა

მსოფლიო
სკოტლანდ იარდმა ლონდონში მომხდარი ტერაქტის მესამე შემსრულებლის ვინაობა დაასახელა

სკოტლანდ იარდმა ლონდონის ტერაქტის მესამე შემსრულებლის ვინაობა დაასახელა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ის ეთნიკურად მაროკოელი, იტალიის მოქალაქე იუსეფ ზაგბაა. 

ცნობისთვის, გუშინ ლონდონის პოლიციამ ტერაქტის მოწყობაში ორი ბრალდებულის ვინაობა დაასახელა. ესენი არიან: 27 წლის ჰურამ შაზად ბატტი და 30 წლის რაშიდ რედუანი. სკოტლანდ იარდის ცნობით, ორივე ბრალდებული ლონდონის მკვიდრია.

შეგახსენებთ, შაბათს  ლონდონში ინციდენტი  ორ ადგილას მოხდა. თავდაპირველად, ლონდონის დროით 22:15 საათზე მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მოქალაქეებს თავს  სავაჭრო  უბან  Borough Market-ში დაესხნენ, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ტერორისტული აქტის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics