|
2017-06-03 17:27:30, 1294 ნახვა
სხვადასხვა
ლალი მოროშკინა: გვაქვს ინფორმაცია, რომ კონგოში ტყვედ აყვანილი მფრინავი, სოსო ოსურაული ცოცხალია
ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ საავტორო გადაცემა "ფაბრიკაში" განაცხადა, რომ ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული, რომელიც კონგოში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა, ცოცხალია. როგორც მოროშკინამ აღნიშნა, ეს არის თემა, რომელიც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად უნდა ტკიოდეს. "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ფირი, სადაც სოსო მიმართავს დედას, მიმართავს საქართველოს, რომ ის განწირულია, ის აჯანყებულ კონგოშია და ალბათ, არ უწერია უკან დაბრუნება, რადგან საქართველო არ გადაიხდის იმ ფასს, რასაც ქვია ქართველი ვაჟკაცის გამოსყიდვის ფასი. ჩვენ გვინდა მივმართოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გაასაჯაროვოს ეს ფირი და ჩვენ, ქართველებმა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქართველი ვაჟკაცი სამშობლოს დაუბრუნდეს", - აღნიშნა ლალი მოროშკინამ. ამასთან, ჟურნალისტმა განმარტა, თუ რატომ არის ქართული კონტინგენტი კონგოში. "საქმე იმაშია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის დროს პრაქტიკულად მთელი ესკადრილია, ახალგაზრდა ადამიანები ულუკმაპუროდ დარჩნენ და ვინაიდან მათ ოჯახები ყავდათ სარჩენი, ისინი აფრიკელ მეომრებთან აღმოჩნდნენ და ხშირად აფრიკელი ტერორისტების მსხვერპლი ხდებიან. სწორედ ასეთი მსხვერპლია სოსო ოსურაული, რომელიც დღეს ცოცხალია და ჩვენ ამის გადამოწმებული ინფორმაცია გვაქვს", - განაცხადა მან. მოროშკინას საავტორო გადაცემის სტუმარმა თადარიგის ოფიცერმა დავით ნემსაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ქართველი მფრინავი აფრიკაში აღმოჩნდა. "სოსო ოსურაულის აფრიკაში წასვლა ეს იყო ტრაგედია, რადგან ერთი მფრინავის აღზრდა სახელმწიფოს უკდება 72 კგ ბაჯაღლო ოქრო, მითუმეტეს, რომ 2008 წლია ომის დროს ოსურაულმა მე-2 ქვეითი ბატალიონი რუსეთის ჯარების ალყიდან იხსნა. ეს უნდა სცოდნოდათ თავდაცვის სამინისტროში, როცა ასეთი მფრინავი ტოვებდა შეიარაღებულ ძალებს. თუმცა არა მარტო მან, მთელმა ესკადრელიამ, რადიოსპეციალისტებმა, ბორტტექნიკოსებმა მასიურად დატოვეს შეიარაღებული ძალები და წავიდნენ აფრიკაში. სოსო ოსურაული პირადად განიცდიდა ზეწოლას ნაციონალური მოძრაობის კადრების მიერ. ეს იყო პიროვნება, რომელსაც ჩხალთის დაბომბვა უბრძანეს ემზარ კვიციანის დროს, კატეგორიული უარი განაცხადა და ამის გამო სერიოზული პრობლემები ქონდა. სოსოს წამოსვლის შემდეგ ისეთი კადრები დაწინაურდა, რომლებსაც უშუალო შეხება ქონდათ პოლიტიკურ პროცესებთან. ეს იცის არმიამ, ჯარმა, არაფერი იმალება", - აღნშნა ნემსაძემ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა ქართველი პილოტი კონგოში, ოფიცრის განმარტებით, 2000 წლიდან კონგო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებთან თანამშრომლობს. აქედან გამომდინარე, ოსურაულს ჰქონდა კონტაქტები და სამსახურის დატოვების შემდეგ ხელშეკრულებით გაემგზავრა, რათა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სამხედრო ავიაციის ჩამოყალიბებაში დახმარებოდა. "მე ვერ გავიგე, რას ნიშნავს საგარეო უწყების განცხადება სოსო ოსურაულის სავარაუდო გარდაცვალების შესახებ. სოსო ოსურაულს ქონდა კონკრეტული წვლილი და ის არ ყოფილა საქართველოს “სავარაუდო” მოქალაქე. არც გაეროს მისიამ, არც წითელმა ჯვარმა და არც კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ იოსებ ოსურაულის გარდაცვალება არ დაადასტურეს. მე ვიცი, რომ ის ცოცხალია და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს განცხადებებს", -განაცხადა დავით ნემსაძემ.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)