|
2017-06-03 14:19:39, 1918 ნახვა
საზოგადოება
განახლებულ აღმაშენებელზე საბავშვო ფესტივალი „პატარა ხელებით“ გაიმართა
განახლებული აღმაშენებლის გამზირზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული, ბავშვთა შემოქმედების ფესტივალის „პატარა ხელებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. გამოფენა-გაყიდვაზე ბაღების აღსაზრდელთა მიერ შექმნილი ნამუშევრები იყო გამოფენილი, რომლებიც უამრავმა დამთვალიერებელმა შეიძინა და ამ გზით თითოეული მათგანი საქველმოქმედო აქციის მონაწილე გახდა. ექსპონატების გაყიდვიდან შემოსული თანხა საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და ის სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობასა და დიაგნოსტიკას მოხმარდება. გამოფენა-გაყიდვას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და სხვა მოწვეული სტუმრები. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული აქცია ძალიან მნიშვნელოვანია და მას ანალოგი არ აქვს, რადგან პატარები, თავიანთი პატარა ხელებით შექმნილი ნამუშევრებით ეხმარებიან თანატოლებს. “აქ წარმოდგენილი ექსპონატების გაყიდვიდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვების განკურნებას მოხმარდება. ჩვენი, როგორც დიდების ვალია, რაც შეიძლება მეტი ნამუშევრები შევიძინოთ, რათა მეტი რესურსი იქნას მობილიზებული და უფრო მეტ პატარას დავეხმაროთ“, -განაცხადა დავით ნარმანიამ. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, ახალ ტფილისში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შოუ-კონცერტიც გაიმართა. ღონისძიებაზე მოსული სტუმრების გამხიარულებაზე კი პანტომიმის თეატრის მსახიობებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. ფესტივალის ფარგლებში, დამთვალიერებლებსა და წიგნის მოყვარულებს თავისი პროდუქცია, უპრეცედენტო ფასდაკლებით, ღონისძიების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, გამომცემლობა „პალიტრა ელ“-მა შესთავაზა. საფეხმავლო ქუჩაზე, თბილისის ათი რაიონის მიხედვით, ათი სტენდი გამოიფინა, სადაც რაიონებში მოქმედმა საჯარო ბაღებმა საკონკურსო ტურების შედეგად შერჩეული ნამუშევრები გამოფინეს. „პალიტრა ელის“ წარმომადგენლებმა თითოეული რაიონის საგამოფენო კუთხიდან ფავორიტი ნამუშევარი შეარჩიეს და მათი ავტორები წიგნების სასაჩუქრე ნაკრებით დააჯილდოვეს. კიდევ ერთი მხიარული სანახაობა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა აღმაშენებლის N21-თან გამართეს, სადაც პატარა მზარეულების კუთხე იყო მოწყობილი. ბავშვებმა ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ტკბილეული შესთავაზეს.
(NS)
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)