|
2015-04-16 18:26:10, 634 ნახვა
პოლიტიკა
თბილისსა და სვანეთში RADISSON-ის ბრენდის სასტუმროები აშენდება
თბილისში, ჭანტურიას ქ. #10-ში სასტუმრო „თორის“ ადგილზე ახალი სასტუმრო აშენდება. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს „პარკ ინ ბაი რედისონის“ მშენებლობისა და მართვის ხელშეკრულებას ხელი დღეს კომპანია „ბლოკ-ინვესტისა“ და „კარლსონ რეზიდორ ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ სასტუმრო ,,თორში“ მოაწერა. ხელმოწერის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ. სასტუმრო „პარკ ინ ბაი რედისონ თბილისი“ საშუალო სეგმენტის მომხარებელზე იქნება გათვლილი. სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. სასტუმროში 200 ნომერი, 120 ადამიანზე გათვლილი რესტორანი, ბარი, ლობი-ბარი, საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები და 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი იქნება. ,,თბილისში გაიხსნება RADISSON-ის კიდევ ერთი ბრენდის სასტუმრო. თუმცა, უკვე არა 5 ვარსკვლავიან ნიშაში, არამედ უფრო დაბალი ვარსკვლავების ნიშაში. რაც ძალიან მოთხოვნადია ტურიზმის დღევანდელ ბაზარზე. ამ სასტუმროში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 600-მდე ადამიანი, ხოლო სასტუმროს გახსნის შემდეგ 200-ზე მეტი სამუშო ადგილი შეიქმნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. კომპანია „ბლოკ-ინვესტსა „და „კარლსონ რეზიდორ ჯგუფს“ შორის კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა - სვანეთში "რედისონ ბლუ მესტიის" მშენებლობის შესახებ. პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 10 მილიონი დოლარი იქნება, სადაც 72 სასტუმრო ოთახი განთავსდება. გარდა ამისა, თბილისში სასტუმრო "შერატონის" მოპირდაპირე მხარეს კიდევ ერთი, 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)