|
2017-06-02 14:23:26, 1078 ნახვა
სხვადასხვა
მინდია ჯანელიძე ესტონეთის ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე, მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება უსაფრთხოების კუთხით და შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე კრიზისების მართვის სფეროში. მინდია ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ესტონეთთან ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში განხორციელებული პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერისთვის, ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და მხარდაჭერი ქვეყანაა საქართველოს ევროიინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. თავის მხრივ, ესტონეთის ელჩმა განაცხადა, რომ ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდამჭერ პოლიტიკას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი ესტონეთის დელეგაციას უმასპინძლებს. ვიზიტის მიზანი კრიზისების მართვის სფეროში ქართული გამოცდილების გაზიარება და ესტონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)