|
2017-05-31 16:24:05, 878 ნახვა
სხვადასხვა
ლევან დავითაშვილი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA)შესაძლებლობების განვითარების ოფისის სურსათით უზრუნველყოფის განყოფილების ანალიტიკოსს, ტომას სზუმანსკის შეხვდა. USDA-ის წარმომადგენელმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისპროგრამა Food For Progress გააცნო. როგორც ტომას სზუმანსკიმ აღნიშნა, პროგრამის მიზანი განვითარებად ქვეყნებში აგრარული სექტორის გაძლიერების ხელშეწყობაა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამებისდა სოფლის განვითარების სტარტეგიის შესახებ. მინისტრმა ბაზრების დივერსიფიკაციის და საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების წარმოების ზრდისმნიშვნელობაზე, ასევე ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის პირველი ქართულიპროდუქტის, თაფლის ექსპორტის შესაძლებლობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აგრარულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, განვითარდა არაერთი დარგი და მიმართულება. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორს სტიმულირება და ხელშეწყობა კვლავ სჭირდება. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში ხორბლის წარმოებისდა საირიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას დააღნიშნული მიმართულებით აშშ-ისთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. როგორც ტომას სზუმანსკიმ შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების დიდ პოტენციალი არსებობს დაUSDA კვლავ გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას და დარგის განვითარების ხელშეწყობას. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას USDA-ის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)