|
2017-05-31 13:48:50, 1878 ნახვა
საზოგადოება
SOLO და Eastern Promotions 16 სექტემბერს ლეგენდარული ელტონ ჯონის კონცერტს წარმოგიდგენთ
SOLO და Eastern Promotions, 16 სექტემბერს, Black Sea Arena-ზე ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ლეგენდარული ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს წარმოგიდგენთ. როგორც SOLO Life Style-ის ხელმძღვანელმა ეკა დუშიძემ აღნიშნა, ბილეთის ფასი SOLO-ს მომხმარებლებისთვის 90 ლარიდან დაიწყება, ხოლო არა SOLO მომხმარებლი კი მას 150 ლარად შეიძენს. „ძალიან სასიხარული ინფორმაცია გვაქვს ქართველი მელომანებისთვის. ჩვენ ერთად 16 სექტემბერს Black Sea Arena-ზე წარმოგიდგენთ ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, კომპოზიტორის ელტონ ჯონის კონცერტს. ბილეთების გაყიდვა დაიწყება 25 ივნისს, რამოდენიმე დღე მხოლოდ სოლოს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ბილეთები. ბილეთის ფასი SOLO-ს მომხმარებლებისთვის დაიწყება 90 ლარიდან, ბილეთები გაიყიდება როგორც ონლაინ Ticket.ge- ზე და ასევე SOLO-ს ლაუნჯებში. არა სოლოს მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ შეიძინონ ბილეთები 29 ივნისიდან ასევე ონლაინ Ticket.ge- ზე“,-განაცხადა დუშიძემ. გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი, 2017 წლის ტურნეს- „Wonderful Crazy Night Tour”-ის ფარგლებში, საქართველოს პირველად ეწვევა, ელტონ ჯონი ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულებს როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე, სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან - „Wonderful Crazy Night“. რიგით, 33-ე ალბომი, „Wonderful Crazy Night“, მუსიკოსმა 2016 წელს გამოუშვა. ალბომში შესულმა ჰიტებმა ბრიტანული ჩარტების მოწინავე პოზიციები სწრაფადვე დაიკავა. 250 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი და მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული 4000-ზე მეტი წარმოდგენა- 50 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, ლეგენდარულ ელტონ ჯონს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა ოსკარი, ოქროს გლობუსი, 6 გრემისა და 4 ბრიტანული მუსიკის ჯილდოები და სხვა. ლეგენდარულმა მომღერალმა მუსიკალური ნაწარმოებები შექმნა, როგორც სასცენო წარმოდგენებისთვის, ასევე ცნობილი ფილმებისთვის- The Lion King, Elton John and Tim Rices Aida და სხვა. 1996 წელს, ელტონ ჯონს მუსიკალურ ინდუსტრიასა და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის კომადორისა და რაინდის წოდება მიენიჭა. 1980-იანი წლებიდან, ელტონ ჯონი აქტიურად მონაწილეობს შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ კამპანიაში. 1992 წელს, მან „ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდიც“ დაარსა. ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, 25 ივნისის 10:00 საათიდან დაიწყება. თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს-ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება, ხოლო ის ვინც არ არის SOLO- ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს. პირველ ეტაპზე, ბილეთები ექსკლუზიურად ხელმისაწვდომი SOLO -სთვის იქნება. 29 ივნისიდან ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება. (NS)
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)