|
2015-04-16 13:32:21, 459 ნახვა
პოლიტიკა
უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით კანონში ცვლილება შედის
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების,დანაშაულებრივი გზით ფულადი სახსრების (ქონების) ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. როგორც მთავრობაში განმარტავენ, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის“ მოთხოვნების შემდგომი იმპლემენტაციის აუცილებლობა წარმოადგენს. კანონპროექტის ავტორის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განმარტებით, კონვენციის მონაწილე ქვეყნები აღიარებენ, რომ მიზნის მისაღწევად საერთაშორისო თანამშრომლობის კარგად ფუნქციონირებადი სისტემა უნდა შეიქმნას და აუცილებელია გადაუდებელი ზომების მიღება, რათა ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ღონისძიებათა ხელშეწყობა მოხდეს. კონვენციაში გათვალისწინებულია მონაწილე ქვეყნის ვალდებულება რომ „ფინანსური დაზვერვის სამსახურის“ ან ნებისმიერი სხვა კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით საეჭვო გარიგებების შეჩერება ან შეზღუდვა განხორციელდეს. პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლებამოსილება მიენიჭება უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე (ნაცვალგების პრინციპით), მონიტორინგის განმახორციელებელ პირს წერილობითი ან ზეპირი მითითება მისცეს ან საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, უცხო ქვეყნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს გარიგების (ოპერაციის) შეჩერების ან/და პროფესიული მომსახურების შეზღუდვის თხოვნით თავად მიმართოს. წარმოდგენილ კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ანაზღაურდეს.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)