|
2017-05-29 18:28:56, 2540 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
თეოლოგი: საპატრიარქოს წიაღში ადგილი აქვს მორიგ შიდა წმენდას, რომელსაც პატრიარქი დრო და დრო ახორციელებს
თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის განცხადებით, საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ილია მეორის „კულტმსახურთა დედოფლის - შორენა თეთრუაშვილის უერთგულესი მსახურია". როგორც გამრეკელაშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, საპატრიარქოში შიდა წმენდა დაიწყო და ამჯერად საუბარი მეუფე პეტრე ცაავას ეხება. "საპატრიარქო არის, საბჭოთა ტიპის, დღევანდელი ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სივრცე. იქ არსებობს ბელადი პატრიარქი და მისი კულტმსახურები. ნებისმიერი, რომელიც ამ კულტის საკრალურობას ეჭვქვეშ დააყენებს და დაიწრიპინებს, რომ პატრიარქიც ცდება ხოლმეო, უკვე განწირულია მოკვეთისათვის. ედიშერ ქარჩავა არის, ამ კულტმსახურთა დედოფლის - ქალბატონი შორენა თეთრუაშვილის უერთგულესი მსახური. ამ ადამიანმა ეტყობა პიროვნულ ღირსებასა და რაობაზე დიდი ხანია უარი თქვა. უფრო კონკრეტულად კი, იგი ამხილეს პლაგიატში, რასაც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მისი კარიერის დასრულება მოჰყვებოდა შედეგად. ის კი, პირიქით შეტევებს ახორციელებს იმ პიროვნებების მისამართით, რომლებიც მათივე გამონათქვამების შესაბამისად, პატრიარქის კულტს არ სცნობენ. საპატრიარქოს წიაღში ადგილი აქვს მორიგ შიდა წმენდას, პროცესს, რომელსაც პატრიარქი დრო და დრო ახორციელებს ხოლმე. მამა გიორგი მამალაძე არაა ანგელოზი, უფრო მეტიც, ის მართლაც იყო ხელქვეითი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილისა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შიგნით ყველაზე, მაფიოზური პიროვნების. ქარჩავას თავად, არანაირი ძალაუფლება არ აქვს. პატრიარქი არავის არ პატიობს მის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას, მათ შორის არც მეუფე პეტრეს", - აღნიშნა გამრეკელაშვილმა. რაც შეეხება პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს და მის სავარაუდო ჩართულობას ე.წ. ციანიდის საქმეში, თეოლოგის განმარტებით, მას მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი მფარველობს. "სოსო ოხანაშვილი არის მეუფე დიმიტრის სიძე, მისი თვალი და ყური, მარჯვენა ხელი. ბუნებრივია, როდესაც ის მოქმედებდა, მეუფე დიმიტრის ინტერესებსაც ატარებდა. სიმამრი კი, ცდილობს დაიცვას და გააპარა კიდეც გერმანიაში. უბრალოდ ვინც საქართველოში დარჩა და ვინც ცოტა კრიტიკული მიდგომებით გამოირჩევა, მოხდება მათი მოწყვლა საპატრიარქოს წიაღიდან. მათ შორის მეუფე პეტრესი. ასეთი ხმამაღალი კრიტიკა პატრიარქის მიმართ, არავის გამოუთქვამს. მაგალითად, ბასილს მღვდელმსახურებისა და ქვეყნის დატოვება მოუხდა. სავარაუდოდ ასე მოუწევს, მეუფე პეტრესაც. ვერც ქარჩავა და ვერც შორენა თეთრუაშვილი, ვერაფერს მოიმოქმედებენ თვითნებურად. ისინი ჯერ არწმუნებენ პატრიარქს ამგვარი ნაბიჯების სისწორეში და შემდეგ გადადიან მოქმედებაზე. პატრიარქი კი, დაარწმუნეს, რომ საჭიროა ახალი წმენდა ეკლესიაში. რეპრესიების ამ მორიგი ტალღის უპირველესი სამიზნეები არიან მეუფე პეტრე ცაავა, პროფესორი ზურაბ ბუაძე, პროფესორი გოჩა ბარნოვი, თეოლოგი ვლადი ნარსია და სხვები", - დასძინა მირიან გამრეკელაშვილმა.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)